მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5G ინტერნეტით სარგებლობას სმარტფონები 2019 წლამდე ვერ შეძლებენ

5b5491047c5a4
კესო კაციტაძე
22.07.18 20:00
1041
კომპანიამ AT&T-მ დაანონსა, რომ ახალი თაობის ინტერნეტი ოკლაჰომაში, შარლოტში და ჩრდილოეთ კაროლინაში დაყენდება. Cnbc-ის ინფორმაციით, კომპანიისთვის პრიორიტეტს  5G ინტერნეტის განვითარება წარმოადგენს. AT&T-ის  ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, ანდრე ფიუჩმა განაცხადა ისიც , რომ 5G ინტერნეტი ქსელში წლის ბოლომდე ჩაირთვება, თუმცა  კონკრეტული თარიღის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ახალი თაობის უკაბელო  ინტერნეტი გამოირჩევა  სწრაფით და ეფექტურობით. 5G განიხილება ისეთი ფუნდამენტური ტენოლოგიებისთვის, როგორებიცაა თვითმართვადი მანქანები და ე.წ ვირტუალური რეალობა. 5G  ინტერნეტი უკვე დაყენდა ატლანტაში, დალასსა და ტექსასში. „ჩვენ დავიწყეთ მუშობა ისეთ ქალაქებში, სადაც ინსფრასტრუქტურა ერგებოდა ჩვენს ტექნოლოგიებს“- განაცხადა ფიუჩმა.

5G ინტერნეტით სარგებლობის საშუალება სმარტფონებს 2019 წლამდე არ ექნებათ, თუმცა AT&T გეგმავს შექმნას სპეციალური მოწყობილობა, რომელიც  სმარტფონებს 5G ქსელთან დააკავშირებს. სამომავლოდ კომპანია T-Mobile და  Sprint გეგმავს  AT&T -თან თანამშრომლობას, ინტერნეტკავშირის გაუმჯობესებისა და 5G ქსელში ჩართვისთვის.