მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

56 მლნ დოლარით, ივანიშვილი საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაშია

5b7966ca92f64
თელარა გელანტია
20.08.18 10:00
3225
2017 წლის TOP-10 ინვესტორთა სიაში, რომელთაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს, ერთ-ერთი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდში“ შემავალი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია.

როგორც bm.ge-ის ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, 2017 წელს უშუალოდ ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 56 მლნ აშშ დოლარს აღემატება.
მისივე ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 8 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 550 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

პროექტები თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ხორციელდება.

შეგახსენებთ: საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4% მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა TOP-10 ინვესტორი კომპანიებისს სია, რომლებმაც 2017 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვსტიცია განახორციელეს:

1. შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი;
2. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
3. BP ჯგუფი;
4. შპს მაგთიკომი;
5. სს ენერგო-პრო ჯორჯია;
6. შპს ჯორჯიან მანგანეზი;
7. სს მეტრო ავრასია ჯორჯია;
8. ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში;
9. შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
10. სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია;

ცნობისთვის: TOP-10 ინვესტორი კომპანიის რეიტინგული სია მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით არაა დალაგებული.