მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 წლის წინ გამოცემული წიგნი "ბაბილონის თალმუდი" სოტბის აუქციონზე რეკორდულ თანხად 9 მილიონ დოლარად გაიყიდა

568229e3806a6
BM.GE
29.12.15 10:13
2695
მე-16 საუკუნის დასაწყისში ვენეციის სტამბაში დაბეჭდილი “ბაბილონის თალმუდის’’ სრული გამოცემა ნიუ-იორკში სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად 9,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
 
გაზეთ The Jerusalem Post-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია 14 მრავალტომიანი გამოცემიდან ჩვენამდე მოღწეულ და დღემდე შემონახულ საუკეთესო ხარისხის გამოცემაზე. 500 წლის წინ გამოცემული "ბაბილონის თალმუდი" დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის წიგნის ფონდ Valmadonna Trust Library-ში ინახებოდა. მოგვიანებით იშვიათი გამოცემა მე-19 საუკუნის ნიუ-იორკში იშვიათი წიგნებისა და სურათების მაღაზიის მფლობელმა, სტივენ ლევენტალმა შეიძინა. ეს ერთადერთი ებრაული ხელნაწერი ტექსტია ინგლისის შუა საუკუნეებიდან, რომელმაც ამ დრომდე მოაღწია.