მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელში თურქეთში თაფლის ოფიციალური ექსპორტი არ ფიქსირდება

5b4ef26cdd01d
სალომე მეცხვარიშვილი
18.07.18 12:20
832
5 წელში თურქეთში თაფლის ოფიციალური ექსპორტი არ ფიქსირდება. როგორც საქსტატის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2012-2016 წლებში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში თაფლი საერთოდ არ გასულა.

ექსპორტი თურქეთში არც 2018 წლის 5 თვეში ფიქსირდება.

2017 წელს კი მხოლოდ 3 კილოგრამი 61,6 დოლარის ღირებულების თაფლია გასული.

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. შედეგად, რიგ პროდუქციაზე სატარიფო ბარიერები გაუქმდა, ზოგიერთ პროდუქციაზე კი შეღავათები დაწესდა. მათ შორის არის თაფლი, რომლის შეღავათიანი რეჟიმით გაგზავნის შესაძლებლობა საქართველოს კონკრეტული მოცულობით აქვს. 2018 წლამდე ეს კვოტა 200 ტონა იყო, მიმდინარე წლის დასაწყისში მხარეებს შორის გაფართოებული ხელშეკრულებით კი ეს კვოტა გაიზარდა. მიუხედავად ამისა, საქართველო ამ კვოტის ათვისებას ვერ ახერხებს. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ მიზეზი საქართველოდან თაფლის არალეგალური გადინება და რთული საპროცედურო ბარიერებია.