მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელში ჰიდროელექტროსადგურებში განხორციელებული ინვესტიცია $4-5 მილიარდს მიაღწევს

594ce1f05baf1
ელენე გოგბერაშვილი
23.06.17 13:37
1154
"ბოლო წლების განმავლობაში 250 მეგავატი სიმძლავრის 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. ასევე განხორციელდა 250 მეგავატი სიმძლავრის ორი თბოსადგურის პროექტი. ეს არის, სადღაც 600-700 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია", - ასე აჯამებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი ბოლო 4 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში განხორცელებულ პროექტებს. როგორც ელოშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, უკვე განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების გათვალისიწნებით 5 წელიწადში ჰიდროელექტროსადგურებში განხორციელებული ინვესტიცია 4-5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15 ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობა. მათი დადგმული სიმძლავრე არის დახლოებით 650 მეგავატი. ეს არის დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტცია . დასრულების ფაზაშია ონის პროექტი (მშენებლობის ნებართვის აღების კუთხით). ეს არის 170 მეგავატის სიმძლავრის პროექტი. სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება ნამახვანის პროექტზე მოლაპარაკებები ინვესტორთან. ეს არის 430 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. ვფიქრობთ ამას დაემატება რამდენიმე ასეული მეგავატი სიმძლავრის მცირე დასაშუალო ჰესები. კიდევ 1000 მეგავატამდე გვაქვს პოტენციალი, რომ ამ წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყოს მშენებლობები. ეს არის დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ანუ საერთო ჯამში შემდეგი 5 წლის განმავლობაში, წინა წლის 4 წლის ჩათვლით, სადღაც მივიღებთ ჰიდროსადგურებში 4-5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას’’-განუცხადა ილია ელოშვილმა "საქმის კურსს".