მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმას – Workplace-ს ნერგავს

BM.GE
16.05.19 11:54
790
საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმას – Workplace-ს ნერგავს. როგორც საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, სიახლის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთან, გამიზნულია მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე არხებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. რა არის Workplace-ის მთავარი უპირატესობები და როდიდან გადავა საქართველოს ბანკი ვირტუალურ ოფისში?