მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

47 წლის ამერიკელმა $533 მილიონი მოიგო

5adf05156de68
ლევან თაღიაშვილი
24.04.18 14:13
1329
რიჩარდ ვოლი ლატარეა ,,მეგა მილიონის'' ჯეკპოტის მფლობელი გახდა და $533 მილიონი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს მისი მხოლოდ მეორე მცდელობა იყო. ის მოგების შედეგად 324.6 მილიონი დოლარის ღირებულების ნაღდ ფულს მიიღებს.

"მე არ მინდა ამ ფულით მხოლოდ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს, მსურს სხვა ადამიანების ცხოვრება შევცვალო '' - განაცხადა გამარჯვებულმა. გარდა ამისა, რიჩარდ ვოლმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ოცნება 1963 წლის Corvette-ს ყიდვაა, რომელსაც ის აუცილებლად აისრულებს. მოგებული პრიზი მე-4 ყველაზე დიდი ჯეკპოტია რაც ,,მეგა მილიონის'' ლატარეაში გათამაშებულა და მე-10 ყველაზე დიდი ლოტოს ისტორიაში.