მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია MARSH საქართველოს ბაზარზე

BM.GE
28.03.19 14:59
798
დაზღვევის საბროკერო კომპანია MARSH საქართველოს ბაზარზე შემოდის. კომპანია მარშმა, რომელიც მსოფლიო ლიდერია დაზღევის საბროკერო მომსახურების და რისკების ინოვაციურად მართვის სფეროში, ოფიციალურად დაასახელა კომპანია “არრიბა” თავის საკორესპონდენტო ოფისად საქართველოში. დაზღვევის კავშირის თანა-თავჯდომარის, ვასილ ახრახაძის თქმით მარშის წარმომადგენლობის გახსნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის სადაზღვევო სექტორის მნიშვნელოვნად განვითარებას და ახალი საშუალებების გაჩენას.