28.მარტი.2016 22:16
ტექნოლოგია

3 მარტივი გზა, ონლაინ ბიზნესით თვეში 1000$-ის მისაღებად

3 მარტივი გზა, ონლაინ ბიზნესით თვეში 1000$-ის მისაღებად
მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა თავს ყოველდღიური შრომით ირჩენს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფულის შოვნას მუშაობის გარეშეც ახერხებენ.
გთავაზობთ მარტივ გეგმას ონლაინ ბიზნესის დახმარებით ფულის საშოვნელად:

ნაბიჯი 1: მოიფიქრეთ ბიზნეს იდეა, შემდეგ გააკეთეთ ვებ-გვერდი, რომელიც ვიზიტორებს მიიზიდავს. ერთმანეთს შეუთავსეთ თქვენი იდეები/ჰობები/უნარები, რათა იპოვოთ რაღაც, რაც თქვენ გაინტერესებთ. ამის შემდეგ განსაზღვრეთ, შეუძლია თუ არა თქვენს ჩანაფიქრს სხვა ადამიანის პრობლების გადაჭრა.
 
რა უნდა გააკეთოთ: შექმენით მარტივი ვებ-გვერდი WordPress-ის ან Squarespace-ის გამოყენებით და გამოაქვეყნეთ, რას აკეთებთ ან/და რა პროდუქტს სთავაზობთ ხალხს. ამისთვის თქვენ არ გჭირდებათ რაიმე ვებ ან ტექნიკური უნარები. ორივე ამ რესურსს გამზადებული შაბლონები გააჩნია. თქვენ მხოლოდ ინტერნეტის სათანადოდ გამოყენება მოგიწევთ.

გამოიყენეთ უკვე კარგად ცნობილი საშუალებები (როგორიცაა Facebook, Instagram, ბლოგი და სხვ.) თქვენს საიტზე ხალხის მოსაზიდად. საიდუმლო ან სახიფათო აქ არაფერია. უბრალოდ დაელაპარაკეთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ხელმისაწვდომ ქსელებს და შეეცადეთ, მათი პრობლემების გადაჭრა დაიწყოთ. განსაზღვრეთ მათი სუსტი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ არსებული პრობლემების მოგვარება. ეს თქვენი იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ნაბიჯი 2: გადააქციეთ ვებ-გვერდის ვიზიტორები თქვენს ერთგულ გამომწერებად. ელ.ფოსტის მისამართის სანაცვლოდ შესთავაზეთ მათ რაიმე უფასოდ.

მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ 15 წუთიანი უფასო კონსულტაცია, დამხმარე ვიდეო, ჩამოსატვირთი მასალების ჩამონათვალი, ინფოგრაფიკი, გიდი ან სხვა სახის კონტენტი, რომელიც თქვენს ბიზნესზეა დამოკიდებული.

დაამატეთ ეს ადამიანები ელფოსტის სიაში და დორთა განმავლობაში გაზარდეთ აღნიშნული სია. გახსოვდეთ, რბოლაში ნელი, მაგრამ სტაბილური მონაწილე ყოველთვის იმარჯვებს.

მიუხედავად ამისა, თქვენ ტექნლოგიისა და პროგრამირების ცოდნა არ გჭირდებათ. ვებ-გვერდს დღიურად 50$-ის გამომუშავება შეუძლია. მეილების გაგზავნის დროს, ასევე გამომწერებისა და მიღებული შედეგების სამართავად თქვენ შეგიძლიათ ელ-მარკეტინგის უფასო პროგრამა, MailChimp, გამოიყენოთ.

ნაბიჯი 3: აქციეთ თქვენი გამომწერები თქვენს აქტიურ მომხმარებლებად. შესთავზეთ ელფოსტის მეშვეობით სხვადასხვა პროდუქტის ყიდვა.

თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ის, რაც მოგინდებათ: ფიზიკური ან ციფრული პროდუქტი, კურსი, მომსახურება. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

უამრავი სახის უფასო კონტენტის (ბლოგზე განთავსებული პოსტების შესახებ ელფოსტებზე შეტყობინებების გაგზავნა, YouTube-ის ვიდეოები და სხვ.) მიწოდების შემდეგ, სრული უფლება გაქვთ, თქვენი პროდუქტი გაყიდოთ. მართლაც, ეს ნიშნავს, რომ გყავთ აუდიტორია, რომელიც მზადაა, თქვენი რჩევით წაიკითხოს, მოისმინოს ან შეიძინოს სხვადასხვა სახის პროდუქტი.

რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს უნდათ, თქვენგან შეიძინონ, რადგან ბოლომდე გენდობიან. ფიქრობენ, რომ ის, რასაც თქვენ სთავაზობთ, ღირებულია.
IHUB Tbilisi
წყარო: addicted2success.com
ავტორი: ლადო ბატიაშვილი



12.თებერვალი.2019 18:30
5801

რუსეთი გლობალურ ინტერნეტს გამოეთიშება - რას ნიშნავს ეს ცვლილება

ვრცლად
12.თებერვალი.2019 12:40
253

"საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინი საჯარო სერვისებში" - ბახტაძე

ვრცლად
12.თებერვალი.2019 11:30
562

პრემიერი: ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემების წაშლა და გადაკეთება არის პრაქტიკულად შეუძლებელი

ვრცლად
07.თებერვალი.2019 19:53
96

"საგადასახადო შეღავათები სტარტაპერებისთვის იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუ დიდ მასშტაბებზეა საუბარი"

ვრცლად
07.თებერვალი.2019 16:20
171

დრონებზე და უპილოტო ხომალდებზე დაკვირვების მაღალტექნოლოგიური სისტემის დანერგვა იგეგმება

ვრცლად
05.თებერვალი.2019 22:05
716

facebook-ი დღეიდან მესენჯერით გაგზავნილი წერილების წაშლის უფლებას მოგცემთ

ვრცლად