მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 მილიარდერი 3.8 მილიარდ ადამიანზე უფრო მდიდარია

5c459be8f2d4c
ლევან თაღიაშვილი
21.01.19 18:23
1637
CNN Money წერს, რომ მსოფლიო მილიარდერების ქონება დღეში $2.5 მილიარდით იზრდება.

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

არსებული კვლევა ყოველწლიურად დავოსის ფორუმამდე ქვეყნდება, სადაც  ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პიროვნებები იყრიან თავს.

106-გვერდიანი დასკვნის მიხედვით, განსხვავება მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის ყოველწლიურად იზრდება.

CNN Money-ს ინფორმაციით, 26 მილიადერის ქონება $1.4 ტრილიონს შეადგენს, რაც 3.8 მილიარდი უღარიბესი ადამიანის ქონებაზე მეტია. 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკელია. მხოლოდ  4 მათგანის (ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი) ქონება $357 მილიარდს აღემატება.