მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უზღუდავს მერია ბიზნესს კერძო საკუთრებით სარგებლობის უფლებას?

BM.GE
05.09.20 00:12
871
კომპანიამ, რომელმაც 2017 წელს ჟვანიას ქუჩაზე თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მასზედ მშენებლობის მიზნით შეიძინა, დღემდე მის გამოყენებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის გენერალური რეგულირების გეგმის მიხედვით აღნიშნულ ტერუტორიაზე დაშვებული იყო მშენებლობა, მერიაში კომპანიას უთხრეს, რომ ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ შეიძლება. მერიის გადაწყვეტილება, რომელიც ტერა ბილდინგმა გაასაჩივრა, მის სასარგებლოდ შეიცვალა, თუმცა როგორც ანალიტიკას კომპანიის დამფუძნებელმა უთხრა, მალევე მერიამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ერთი წლის შემდეგაც თბილისის მერის მოადგილე მიიჩნევსს, რომ არცერთი მესაკუთრე არ დაზარალდება და ისინი ალტერნატიულ მიწას მიიღებენ.