15.თებერვალი.2016 22:11
ტექნოლოგია

23 ფსიქოლოგიური ნიშანი, რომ თქვენ მუშაობისგან "გადაიწვით"

23 ფსიქოლოგიური ნიშანი, რომ თქვენ მუშაობისგან "გადაიწვით"
გადაწვა - რეალურად არსებული ფსიქოლოგიური ტერმინია, რომელიც გამოიყენება იმ სიტუაციის ასახსნელად, როდესაც სამუშაო გარემოში ადამიანის რესურსები ამოწურულია. ფაქტია, რომ ასეთ მდგომარეობას არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს. წინასწარ მის "ამოცნობასა" და თავიდან დეპრესიის არიდებაში კი გამოცემა Business Insider-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, დაგეხმარებათ.

რთულია იმის გარკვევა თუ როდის აღწევს ფიზიკური, ემოციური თუ მურალური დაღლილობა თავის მაქსიმუმს. ცნობილი ფსიქოლოგი, ბენ ფანინგი, მსგავსი პრობლემების დროულად მოგვარებასა და პროფესიონალური განვითარების ახალი გზების მოძიებას გვირჩევს.

1. სამსახურიდან მოსული სიცარიელეს გრძნობთ
თუ სამსახურის შემდეგ საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის (ვარჯიში, საჭმლის მომზადება და სხვ) ენერგია არ გყოფნით, ეს ცუდის მანიშნებელია.

2. ვერ ამჩევთ ცვლილებას კოლეგებსა და კლიენტებთან საუბარში

თუ გეგმავთ სამსახურიდან წასვლას, ან დაიღალეთ ყოველდღიური მუშაობისგან ერთსა და იმავე ადამიანებთან, ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვეღარ ამჩნევთ თუ როგორ იცვლება თქვენი დამოკიდებულება თანამშრობლების მიმართ.

3. ხშირად გეკითხებიან: "რა გჭირს?"

თქვენი კოლეგები წუხდებიან იმაზე თუ როგორ გრძნობთ თავს, ეს იმის ნიშანია, რომ სხვებიც ამჩნევენ თქვენს პრობლემებს.

4. პარასკევობით შვებას გრძნობთ

თუ ყოველი კვირის ამ დღეს თავისუფლების შეგრძნება გეუფლებათ, ეს სტრესის მაჩვენებელია.

5. როდესაც მეგობრები სამსახურზე გეკითხებიან, პასუხობთ "ყველაფერი ნორმალურადაა"

ერთ-ერთი აშკარა მანიშნებელი იმისა, რომ მუშაობისგან „გადაიწვით“ არის თქვენი პასუხის მანერა მაშინ, როდესაც მეგობრებo, ახლობლები სვამენ ბანალურ კითხვებს სამსახურის შესახებ, მიუხედავად იმისა, ახალია ის თუ ძველი.

6. გრძნობთ ძილის დარღვევას

ფანინგის მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც სტრესს განიცდიან სამსახურში მომხდარი მოვლენების გამო, ხშირ შემთხვევაში, უძილობა ან მისი დარღვევა აწუხებთ.

7. თქვენ აყენებთ მაღვიძარას ბევრად ადრე, ვიდრე საჭიროა, რათა გამორთოთ ის

დღის პირველი ქმედება შეიძლება იქცეს მაჩვენებლად იმისა, რომ თქვენ "გადამწვარი" ხართ. მაგალითად, წინა დღეს თუ გადაიღალეთ, ფაქტია, რომ დილით ადგომა გაგიჭირდებათ და ავტომატურად, მაღვიძარას თიშავთ. შედეგად ვიღებთ სამსახურში დაგვიანებას.

8. აღარ გაქვთ იმედი იმისა, რომ რაიმე შეიცვლება

"როდესაც "გადამწვარი" ხართ გავიწყდებათ რომ კომპანიებს, ორგანიზაციებს აქვთ მუდმივი ცვლილების თვისება. თუ გრძნობთ, რომ ყველაფერი ერთფეროვანია, სამუშაო გარემო - უცვლელი და აშკარაა, რომ დაღლილობა პიკს აღწევს, უბრალოდ დაიცადეთ სანამ ეს გადაივლის", - გვირჩევს ფანინგი.

9. დაძაბული შედიხართ ოფისში

სამსახურში მისვლის ფაქტიც კი არ უნდა იწვევდეს ასეთ რეაქციას. ეს გვიჩვენებს, რომ სტრესსა და წუხილს განიცდით.

10. გიჭირთ რელაქსაცია

ფანინგის თქმით, თუ ხვდებით, რომ მოდუნება და დასვენება შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერს აკეთებთ ამ პრობლემებისგან თავის ასაცილებლად (მაგ: მასაჟი), უნდა აღიაროთ - თქვენ "გადამწვარი“ ხართ.

11. ატყობთ კოლეგების ნერვიულობას თქვენთან საუბრისას

თუ გრძნობთ, რომ კოლეგებს უჭირთ თქვენთვის რაღაცის თქმა, ან თითქოს, შიშობენ, რადგან შესაძლოა თქვენი რეაქცია მწვავე იყოს, ეს მაჩვენებელია იმისა, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ.

12. შიშობთ, რომ მალე ახალი სამსახურის ძებნა მოგიწევთ

თუ რეალურად აპირებთ სამუშაო ადგილის შეცვლას, ზედმეტი სტრესი იმის შანსს ზრდის რომ სხვა კარიერული შესაძლებლობების ძებნის დროც არ გქონდეთ.

13. მეგობრებს ხშირად აწუხებთ ჩივილებით

რა თქმა უნდა, საკუთარი პრობლემების გაზიარება სხვისთვის, ემოციურ დონეზე მშვენიერი თერაპიაა, მაგრამ თუ სამსახური მთავარი თემაა მეგობრებთან საუბრისას, ასეთ შემთხვევაში, საქმე ცუდადაა.

14. ზედმეტად ცინიკური გახდით

როგორც კი კარგავთ ინტერესს იმ კომპანიის მიმართ, რომელშიც მუშაობთ და აღარ ფიქრობთ იმაზე თუ როგორ შეუწყოთ ხელი მის განვითარებას, თქვენი პასუხისმგებლობის გრძობა საგრძნობლად ეცემა, რაც მხოლოდ ცუდი შედეგების მომტანია.

15. იშვიათად გრძნობთ საკუთარ პროგრესს

თუ ხედავთ, რომ ფსიქოლოგიურად ჩიხში ხართ და იშვიათად აღწევთ მიზნებს, დაფიქრდით, იქნებ სამსახურის შეცვლის ან თუნდაც, შვებულების აღების დროა.

16. მუდმივად გადატვირთული ხართ

სამსახურში სტრესი გარდაუვალია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ხშირ მოვლენად უნდა იქცეს. დღეისთვის ამ პრობლემის გადაწვეტის უამრავი მეთოდი არსებობს.

17. აღარ გახსოვთ ბოლო შემთხვევა, როდესაც კარიერულ წარმატებას მიაღწიეთ

თუ არ გახსოვთ ბოლოს როდის ისიამოვნეთ მუშაობით, აშკარაა - თქვენ "გადაიწვით".

18. არ პასუხობთ კითხვებს სამსახურზე

"სად მუშაობ?“ - ეს ნაცნობების ერთ-ერთი ტიპური კითხვაა, თუმცა ის შესაძლოა აწუხებდეს, აღიზიანებდეს მათ, ვისაც თავისი სამსახური არ უყვარს.

19. ხშირად კარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე

სტრესს შესაძლოა ისტერიკებამდე მივყავდეთ, მაგალითად, როდესაც ეჩხუბებით ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გზაში გადაგეყრებათ.

20. ოცნებობთ სამსახურიდან გათავისუფლებას

ერთია - სამსახურის შეცვლა უკეთესი ხელფასისა და პირობებისთვის, მეორე - როდესაც უბრალოდ გსურთ დაანებოთ მიმდინარე სამსახურს თავი, ეს კი ცუდის ნიშანია.

21. გეშინიათ ორშაბათების

ისეთივეა, როგორც პარასკევის მოსვლის სიხარული, ოღონდ საპირისპირო. „გადაწვის“ ნიშანია.

22. ცხოვრობთ როგორც ვამპირი

დილით ადრე ტოვებთ სახლს და მხოლოდ გვიან ღამე ბრუნდებით? - გილოცავთ, სტრესი გარანტირებული გაქვთ! თუ კი ცხოვრების ასეთი წესი დიდხანს გაგრძელდება, ელოდეთ სიტუაციის გაუარესებას.

23. აღარ ატარებთ დროს კოლეგებთან

ფანინგის თქმით, „გადამწვარი“ თანამშრომლები ცდილობენ კორპორატიული შეხვედრების თავის არიდებას, რადგან ახალი ადამიანების გაცნობა ამ წრეში მათთვის საინტერესო აღარაა.
IHUB Tbilisi
 
ავტორი: ვიქტორია საკუროვა



14.აპრილი.2018 10:00
328

ძვირდება თუ არა ტექნოპარკით სარგებლობა?

ვრცლად
21.სექტემბერი.2017 15:00
623

"Apple-ის სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა"

ვრცლად
09.სექტემბერი.2017 11:00
621

ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები - როგორ "კითხულობს თქვენს აზრებს" facebook-რეკლამა?

ვრცლად
31.აგვისტო.2017 14:33
527

კარტოგრაფიული მონაცემებისთვის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღება მიმდინარეობს

ვრცლად
30.აგვისტო.2017 19:35
625

ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები - რა იცის Google-მა ჩვენზე

ვრცლად
10.ივლისი.2017 17:15
1672

ამირან გამყრელიძე: მტკვრის დაბინძურება არ არის მასშტაბური

ვრცლად