მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 მარტს პარლამენტში მამუკა ბახტაძის მოსმენა იგეგმება

5c8f554d984f2
BM.GE
18.03.19 12:21
997
22 მარტს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოსმენა იგეგმება.

მამუკა ბახტაძე ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

კითხვები, რომელიც ოპოზიციურ ფრაქციას მთავრობის მეთაურის მიმართ აქვს, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას ეხება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირის პლენალურ სხდომაზე „მინისტრის საათიც“ გაიმართება, რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ.

წყარო: IPN