მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 აგვისტომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

5b793675ec05c
თელარა გელანტია
19.08.18 13:20
879
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში 21 აგვისტომდე გაგრძელდება.

„დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. სიძლიერე უფრო ნაკლებია; აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2 დღე კვლავ არამდგარდი ამინდი შენარჩუნდება. კვირის განმავლობაში აღმოსავლეთში, მათ შორის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 31-33 გრადუსამდე“, - აცხადებს tv „პირველთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა.

სააგენტოს ინფორმაციითვე, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში დღეს და ხვალ ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26-დან +28 გრადუსამდე იქნება.

ამავე ტემპერატურას პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც დღეს და ხვალ დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი.