მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2021 წლისთვის "M კვადრატის" პორტფელში 1000 სასტუმრო ნომერი იქნება"

5c1411be6bdfc
ანუკა ჯოხაძე
15.12.18 15:02
1113
2021 წლისთვის „M კვადრატის“ პორტფელში 1000 სასტუმრო ნომერი იქნება.

ამის შესახებ M2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსურ და საოპერაციო საკითხებში გიორგი ნატროშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სასტუმროების მშენებლობა ქუთაისში, კახეთსა და გუდაურში მიმდინარეობს.

„გუდაურში მდებარე სასტუმროს მშენებლობას ვასრულებთ და მომავალი წლისათვის გაიხსნება. საერთო ჯამში, ჩვენი სტარტეგიაა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში M2-ის პორტფელში იყოს 1000 ნომერი მთელი საქართველოს მასშტაბით; 2021 წლის ბოლოსთვის ეს სასტუმროები გახსნილი უნდა იყოს; ეს არ არის მხოლოდ თბილისი, ეს არი მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ამ მხრივ გადაიდგა მნიშნელოვანი ნაბიჯები, დიზაინის პროცესი გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ქუთაისში უახლოეს პერიოდში ვიწყებთ "რამადა ქუთაისის" მშენებლობას. სამშენებლო ნებართვა უკვე გვაქვს; ასევე, მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება სასტუმრო "რამადა", - აცხადებს M2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ და საოპერაციო საკითხებში გიორგი ნატროშვილი