მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის WSOPC Rozvadov-ის სატელიტები იწყება - adjarabet.com ®

5c75324f65325
BM.GE
26.02.19 16:33
1194
WSOPc (world series of poker circuit) - ეს არის პოკერის ყველაზე პრესტიჟული ტურნირების სერია, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იმართება.

მისი ისტორია 1970 წელს პოკერის ყველაზე ცნობილი შვიდი მოთამაშის ერთ ტურნირზე შეკრებით დაიწყო. ჯილდოს პირველი მფლობელი იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოთამაშე, ჯონი მოსი გახდა. WSOPc-ის თითოეულ ტურნირზე რამდენიმე ბეჭედი თამაშდება, რომელიც დაახლოებით „ოსკარის“ დონის ჯილდოა პოკერში.

adjarabet.com-ი WSOP Circuit-ის ოფიციალური წარმომადგენელია რეგიონში. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა საქართველოში 2016 წელს WSOPc, რომელშიც 3000-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობდა. 15-მდე ტურნირში 7 ბეჭედი გათამაშდა, აქედან 2 ქართველმა მოიგო.

გარდა ამისა, adjarabet.com-ზე ყოველ წელს იმართება სატელიტების სერია, სადაც ევროპაში მიმდინარე WSOPc-ის ტურნირებზე დასასწრები პაკეტები თამაშდება.
adjarabet.com-მა WSOPc-ზე ექვსჯერ გაგზავნა გუნდი, ჯამში, 144 მოთამაშე. ქართველებმა WSOPc-ის ტურნირებში, სულ, 640,000 USD-ზე მეტი მოიგეს.

4 მარტიდან adjarabet-ის მოთამაშეებს WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების საგზურისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ეძლევათ. ტურნირი გაიმართება ჩეხეთში, 29 მარტს King’s Casino Rozvadov-ში.

https://www.adjarabet.com/ka/Promo/wsopc-rozvadov