მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითეილ სექტორი ტოლერანტობის კვირეულში ჩაერთო

BM.GE
18.11.21 13:26
455
ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა 15 ნოემბერს თანასწორობის კვირეული გახსნეს. თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ირგვლივ აღინიშნება, რომლის მიზანი თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირებაა.

წელს პირველად ამ ღონისძიებაში ბიზნესის წარმომადგენელებიც ჩაერთვნენ. თანასწორობისა და მრავალფეროვნების, ასევე სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, თანასწორობის კვირეულის განმავლობაში, რითეილ ასოციაციის წევრებმა თანასწორობის მხარდამჭერ პროდუქტებსა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ საინფორმაციო მასალები გამოფინეს. პროდუქტები ბათუმსა და თბილისში კარფურის, ზღაპარისა და დეილის მაღაზიების შესასვლელებთან, სრულიად უფასოდ იყო ხელმისაწვდომი.

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო გობრონიძე - ვროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელი;