მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს ყაზახეთის ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა

5c3df99a427ea
ანუკა ჯოხაძე
15.01.19 21:00
576
2018 წელს ყაზახეთის მშპ 4,1%-ით გაიზარდა.

2018 წელს ექსპერტები ყაზახეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,8%-ით გაზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა გასულ წელს ყაზახეთის ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა.

ქვეყანაში სამრეწველო წარმოება 4,1%-ით გაიზარდა. მათ შორის, 4,6%-ით გაიზარდა წარმოება სამთო მრეწველობაში. ელექტროენერგისა და გაზის წარმოებამაც 2,4%-იანი ზრდა აჩვენა.

ყაზახეთში ნავთობის, გაზისა და ლითონის წარმოებაც იზრდება; ასევე მზარდია თამბაქოს, ქიმიური პროდუქტების, რეზინისა და პლასტმასის წარმოება. ყაზახეთში მანქნათმშენებლობის დარგის განვითარებაც შეინიშნება, თუმცა როგორც ექპერტები ამბობენ, ამის მიუხედავად, შავი ლითონების წარმოება შემცირებულია.