11.იანვარი.2019 22:32
მსოფლიო

2018 წელს ვენესუელაში ინფლაცია 1 700 000% იყო

2018 წელს ვენესუელაში ინფლაცია 1 700 000% იყო
ვენესუელას ეროვნული ასამბლეის საფინანსო-ეკონომიკური განვითარების კომისიის ხელმძღვანელის რაფაელ გუსმანის ინფორმაციით, 2018 წელს ვენესუელაში სამომხმარებლო ფასები 1 698 488%-ით გაიზარდა.

“2018 წელი თითქმის 1 700 000%-იანი ინფლაციით სრულდება. ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნების სამეულში შედის, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია”, - დაწერა გუსმანმა Twitter-ის მიკრობლოგში.

მისივე შეფასებით, ვენესუელას კრიტიკულად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ხელისუფლების უზურპაციის შედეგია.

გუსმანის თქმით, ინფლაცია ცენტრალური ბანკის მხრიდან არის წახალისებული, როცა ბიუჯეტის დეფიციტის გამო, დიდი მოცულობით ფული დაიბეჭდა.
ვენესუელას პარლამენტში უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები შეადგენენ, რომლებიც თავის მხრივ, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ არიან და მის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

ვენესუელაში უკვე რამდენიმე წელია ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, მწვავე ეკონომიკური კრიზისი, სამომხმარებლო საქონლის და მედიკამენტების დეფიციტია.
ავტორი: ანნა ლაპიაშვილი



21.მარტი.2019 14:15
1240

როგორია სტამბოლის ახალი აეროპორტი - ფოტორეპორტაჟი

ვრცლად
21.მარტი.2019 00:20
179

დიდ ბრიტანეთში ქარხნის მუშამ 71 მლნ გირვანქა სტერლინგი მოიგო

ვრცლად
20.მარტი.2019 18:15
816

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

ვრცლად
20.მარტი.2019 15:53
2669

ასტანას ოფიციალურად შეეცვალა სახელი - დღეიდან ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ჰქვია

ვრცლად
20.მარტი.2019 00:15
2017

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
2232

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად