10.იანვარი.2019 15:40
ეკონომიკა

2018 წელს აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი 14,7%-ით გაიზარდა

2018 წელს აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი 14,7%-ით გაიზარდა
2018 წელს, აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

გასულ წელს, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1,931, 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს.

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ახალი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიებს 2017 წლიდან ანხორციელებს.

ესტონეთი +88,2%
გერმანია +79,2%
დიდი ბრიტანეთი +33.9%
ლიეტუვა +33,2%
პოლონეთი +11,5%

„ორ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობაა. ასეთი ციფრები პირველად გვაქვს. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ არსებული მონაცემები აჭარის სამი ადმინიტრაციული მონაკვეთის მონაცემებს ითვალისწინებს (სარფი, ბათუმის აეროპორტი, ბათუმის პორტი). მათ შორის ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების წილი 86,74%-ს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული შედეგის მისაღწევად ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვუწევდით პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას საერთაშორისო მედიაპლატფორმებით, პრესს-ინფოტურებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ონლაინ რეკლამითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით. BBC, Euronews, CNN, Deutsche Welle - ის ტელეკომპანიებია, რომელთა მეშვეობით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა ნახა. რეგიონის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ Airbnb-იმ 2019 წლის 19 ყველაზე ტრენდულ ქალაქს შორის ბათუმი დაასახელა. Airbnb არის პლატფორმა, რომელსაც 500 000 000 მომხმარებელი ჰყავს და ეს არის პრაქტიკულად რეკომენდაცია მათთვის. განხორციელებული ვიზიტების პერიოდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ აჭარა უკვე არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.
ავტორი: თელარა გელანტია



18.იანვარი.2019 21:07
99

ბათუმის საკრებულოში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:00
187

აკაკი ცომაია: პრემიერმა TBC ბანკის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, იცრუა

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:17
198

გიორგი კეპულაძე: მამუკა ხაზარაძის TBC-ისგან განცალკევებით განხილვა ვერ მოხდება

ვრცლად
18.იანვარი.2019 19:25
149

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის დამპროექტებელი კომპანია კონკურსით შეირჩევა

ვრცლად
18.იანვარი.2019 18:55
477

მაჭავარიანი-აქციზზე: ხომ მოგწონთ EU-ში უვიზოდ სიარული - ვალდებულებას შესრულება უნდა

ვრცლად
18.იანვარი.2019 18:28
121

ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო

ვრცლად