მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასაწავლებლების რეიტინგი საქართველოში

5995394a6d173
BM.GE
17.08.17 13:20
10965
2017 სასწავლო წლისთვის ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით(აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით) ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი გახდა. ყველაზე მაღალი კონკურსი საბაკალავრო პროგარამებში ასევე ილიაუნის ფილოსოფიის კურსზე დაფიქსირდა.

ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტების ათეულის შესახებ ინფორმაციას ილიაუნი აქვეყნებს. სასწავლო დაწესებულების ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზე თსუ-ა. შემდეგ მოდის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, მეოთხე ადგილს კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იკავებს. ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტების ხუთეულს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ასრულებს.

სიაში ასევე მოხვდნენ კერძო უნივერსიტეტები. ხუთეულს მიღმა მოექცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. ათეულში ასევე მოხვდნენ საქართველოს შსს აკადემია, ეროვნული თავდაცვის აკადემია და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.




რაც შეეხება მაღალკონკურსიან ფაკულტეტებს. ილიაუნის ფილოსოფიის ფაკულტეტის შემდეგ ყველაზე მაღალი კონკურსი თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებზეა. მესამე ადგილზეა ილიაუნის ქართული ფილოლოგიის კურსი, მეოთხეზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ყველაზე რეიტინგულ საბაკალავრო პროგრამების ხუთეულს თსუ-ს არქეოლოგიის ფაკულტეტი ასრულებს.