მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წლის სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან ელ.ენერგიის იმპორტი 61%–ით გაიზარდა

5bc96801abfbb
დავით ჯალაღონია
19.10.18 09:11
2119
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში 139.460 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (132.853 მლნ.კვტსთ) დაახლოებით, 5%–ით მეტია.

იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 134.750 მლნ.კვტსთ. ეს მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრის მონაცემებზე (52.281 მლნ.კვტსთ) 61%–ით მეტია. აზერბაიჯანიდან საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 4.710 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის შეძენა დაფიქსირდა, გასული წლის სექტემბერში კი ამავე ქვეყნიდან – 80.572 მლნ.კვტსთ.

ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018 წელს საერთო ჯამში, საქართველოში სავარაუდოდ, 1 430.1 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება.

რაც შეეხება ექსპორტს, სექტემბერი ამ მხრივ პასიური თვე იყო, ისევე, როგორც გასულ წელს. 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან 0.061 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წლის სექტემბერში კი – 0.119 მლნ.კვტსთ.