25.მარტი.2016 15:53
ეკონომიკა

2017 წლის 1 იანვრიდან "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

2017 წლის 1 იანვრიდან "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
2017 წლის 1 იანვრიდან „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ტექნიკური რეგლამენტის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, ასევე თბილისის მერიის, სასწავლო დაწესებულებების, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, დეველოპერები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.
 
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ტექნიკური რეგლამენტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დღეისთვის საქართველოში შენობა–ნაგებობების დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის, მეტწილად ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნორმები და წესები გამოიყენება, რაც ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ შემუშავდა "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები, რომელიც შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდის (IBC) საფუძველზე (USAID, „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)“ - ფარგლებში) შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებს.

"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების მიზანია შექმნას მინიმალური მოთხოვნები საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრეებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებების დროს.

შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის ტექნიკური რეგულირებისათვის "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" საბჭოთა დროინდელი ნორმებისა და წესების, ასევე სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების დიდწილად ჩანაცვლების შესაძლებლობას შექმნის. ქართულ ენაზე არსებული საქართველოს ტექნიკური რეგლამენტი არქიტექტორების, ინჟინრების, ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ადმინისტრაციული ორგანოებისა და ექსპერტების საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით არის დამტკიცებული.



16.ნოემბერი.2018 19:20
538

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
147

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
128

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
195

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
143

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
173

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად