02.აპრილი.2016 10:04
ეკონომიკა

2017 წლიდან, ტაქსის მძღოლებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ

2017 წლიდან, ტაქსის მძღოლებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ
მომავალი წლიდან ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მთავრობას აღნიშნული სფეროს რეგულირებისთვის პირველადი დოკუმენტი შემუშავებული აქვს.

"აქტიურად ვმუშაობთ მერიის სამსახურები სფეროს სპეციალისტებთან ერთად, რომ ის დაურეგულირებლობა, რაც არსებობს, მოწესრიგდეს. ამ წუხილს გამოთქვამს როგორც თბილისის ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ჩამოსული სტუმრები, რომელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს პირველადი დოკუმენტი. მთავარი ამოსავალი ამ დოკუმენტში არის უსაფრთხოება. გარდა ამისა, ამ დოკუმენტში ასახულია სტიმულირების მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება მივცეთ სტიმული იმ მეწარმეებს, რომლებიც დღეს არიან ჩართულნი ამ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყოს მინიმალური რეგულაციებით და რამდენიმე ეტაპად გაიწეროს", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისი განმარტებით, ნებისმიერ მძღოლს, რომელიც მინიმალურ რეგულაციას გაივლის, ტაქსის სერვისით მგზავრების მომსახურება შეეძლება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ბევრისთვის ეს შემოსავალი მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობთ ორმხრივი ინტერესები გავითვალისწინოთ. უახლოეს პერიოდში გვექნება დოკუმენტის წარდგენა შესაბამისი ვადებით და ინფორმაციით, რომელიც ტაქსის მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
ავტორი: დავით ჯალაღონია



20.ოქტომბერი.2018 14:15
491

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 13:28
423

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
695

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:15
529

პრემიუმ კლასის კედების მწარმოებელმა "Cortex"-მა საბავშვო ხაზი დაამატა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 11:27
197

მამუკა ბახტაძე ნოემბერში საქმიანი ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 10:24
475

FlyHelp-მა ავიაკომპანიებს 1500 საქმე მოუგო და 1 მლნ ლარის კომპენსაცია მიიღო

ვრცლად