მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წლიდან დღემდე სოსო ჯაჭვლიანის დაქირავება სახელმწიფოს 129,950 ლარი დაუჯდა

5c051aac0df51
თელარა გელანტია
03.12.18 15:54
5498
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანის ყოველთვიური ანაზღაურება „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 6150 ლარია.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ შპს „თეთნულდი დეველოპმენტიდან“ გამოითხოვა.

„სოსო ჯაჭვლიანი ამავე კომპანიის წესდებით სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისთვის/წევრისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ასრულებს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 6150 ლარს კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით“, - განმარტეს კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭო 2017 წელს შეიქმნა და პარლამენტარის მანდატის გაუქმების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი იმავე წლის თებერვალში საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

Bm.ge 2017 წელსაც წერდა, რომ შპს „თეთნულდი დეველოპმენტში“ სამეთვალყურეო საბჭო სპეციალურად სოსო ჯაჭვლიანისთვის შეიქმნა, მაგრამ აღნიშნულს ოფიციალური პირები, ბუნებრივია, არ ადასტურებდნენ.

სააგენტო სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებას და იმის გაგებას შეეცადა, რა გააკეთა მან თავმჯდომარის პოსტზე.

ყოფილმა დეპუტატმა bm.ge-ის განუცხადა, რომ ობიექტური მიზეზების გამო საუბარი არ შეეძლო, ამიტომ მოკლე პასუხით შემოიფარგლა.

„უამრავი რაღაც გაკეთდა. მოგვიანებით მოგიყვებით“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, bm.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია „თეთნულდი დეველოპმენტი“, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც სავარაუდოდ, „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებასაც ნიშნავს.

სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ გაუქმების საკითხს გაარკვევს.

გარდა ამისა, თავის მხრივ, კომპანიიდან დეტალურად მოგვწერეს განხორციელებული სამუშაოების და პროექტების შესახებ.

„შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ დაასრულა დაკისრებული ვალდებულებები და შესაბამისად, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია შეწყვეტს ფუნქციონირებას. 2013 წლის მაისში შეიქმნა შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ და დაევალა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე ინფრასტრუქტურის მოწყობა.
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განხორციელდა თეთნულდის სამთო სათხუილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების დეტალური პროექტიორება და მშენებლობა რომელიც მოიცავს:

ხუთი ერთეულ საბაგირო გზას (T2, T3, T4, T4, TH). აღნიშნული საბაგირო გზების დეტალების დასაწყობების მიზინით 2013 წელს დაპროექტდა და აშენდა 4 ჰექტარ ტერიტორიაზე, დახურული და ღია სასაწყობე პორტალი სადაც მოხდა კომპანია პომაგალსკის (POMA) მიერ მოწოდებული საბაგირო გზების დეტალების დასაწყობება.
სასრიალო ტრასები და დროებითი გზები, მთის სადრენაჟე ქსელი, ელექტრო მომარაგების ქსელი (18 ერთეული სატრანსფორმატორო), წყალმომარაგების ქსელი (5 ერთეული სათავე ნაგებობა, 4 ერთეული რეზერვუარი, ერთი წლის სატუმბი სადგური), წყალარინების ქსელი (ორი ერთეული ბიო გამწმენდი ნაგებიობა) პარკინგი გათვლილი 300 ავტმონაქანაზე, კურორტის ადმინისტრაციული შენობა (1400 კვ.მ) სპეცტექნიკისათვის ანგარ სახელოესნოები (ორი ერთეული), ზვამდამცავი, თოვლის დამჭერი ღობეები, თოვლსატკეპნი მანქანების ანკერები (ცხრა ერთეული) კურორტისთთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკის შეძენა, საწვავმარიგებელი სპეც-ტექნიკისათვის“, - აცხადებენ კომპანიაში.