მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელს სმარტფონების გაყიდვების რაოდენობა არ გაზრდილა

5b12a8bb8f1ee
კესო კაციტაძე
02.06.18 18:30
849

 

გასულ კვირას,  ამერიკელმა კაპიტალისტმა და Wall Street-ის ანალიტიკოსმა, მერი მიკერმა კალიფორნიაში ყოველწლიური კვლევის ანგარიში   წარადგინა, რომლის მიხედვითაც სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელი 2017 წელს არ გაზრდილა. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ  2016  წელთან შედარებით ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა. 


ამ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს, ანუ 3,6 მილიარდ ადამიანს,მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ 2017  წელს    WhatsApp-ს  ყოველთვიურად 1,5 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. პროგრამა   მნშვნელოვნად მიუახლოვდა Facebook Messenger-ის მონაცემებს, რომელსაც თვეში საშუალოდ  1,25 მილიარდი აქტიური  მომხმარებელი სტუმრობს.