მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელს გამართული ტენდერების 47% შემთხვევაში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა

5ba8e45e7b7c3
თამუნა დემეტრაშვილი
24.09.18 17:18
718
შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს გამართული ტენდერების 27% (8,898) უარყოფითი შედეგით დასრულდა, მთლიანობაში კი წლის განმავლობაში 33,109 ტენდერია ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ იმ ტენდერებში, რომლებზეც ხელშეკრულება გაფორმდა, ბევრი იყო ნაკლებად კონკურენტული ტენდერები. კერძოდ, 47% შემთხვევაში ტენდერში მხოლოდ 1 პრეტენდენტი მონაწილეობდა. ჯამურმა თანხამ, რაზეც საბოლოოდ ხელშეკრულებები გაფორმდა, 2,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მონაწილეობდა 7,960 კომპანია, რაც სისტემაში რეგისტრირებულთა მხოლოდ 21%-ია.

2017 წლის განმავლობაში, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს სულ 1010 დავის განხილვა მოუწია, საიდანაც 20% დაკმაყოფილდა, 43% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 37% კი უსაფუძვლო გამოდგა და არ დაკმაყოფილებულა.

მთლიანობაში, 2017 წლის განმავლობაში, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების 97% ქართულ რეზიდენტ კომპანიებზე მოდიოდა. რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, მათი მიერ მოგებული ტენდერების 53% საქონლის მოწოდებაზე მოდიოდა, 27% სამშენებლო სამუშაოებზე, 20% კი მომსახურების სერვისზე.