27.თებერვალი.2016 17:02
საზოგადოება

2017 წელი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში საქართველოს წლად გამოცხადდება

2017 წელი საფრანგეთის ქალაქ  ბორდოში საქართველოს წლად გამოცხადდება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება. 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის ,,ვენახი - საქართველო“ ორგანიზატორი იქნება.
 
როგორც, საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ აღნიშნა, საამაყოა, რომ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში პირველი გამოფენა საქართველოს მიეძღვნება. ,,ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია, რადგან საქართველო ღვინის აკვანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გამოფენა არ იქნება. გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ საზოგადოებას უფრო ახლოს გაიცნოს ქართული ღვინო და ბრწყინვალე ქვეყანა - საქართველო", - განაცხადა სილვი კაზიმ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2017 წელს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის საგამოფენო სივრცე თვენახევრის განმავლობაში მთლიანად ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა-პრეზენტაციას დაეთმობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას. გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაციების, კონფერენციების, ფილმების ჩვენებების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა. აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებასა და დაფინანსებას ქართულ მხარესთან ერთად, ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდი განახორციელებს.

"მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი, რომლის აშენება ქალაქ ბორდოს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს, 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. 14 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრი, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები.

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მრჩეველი მერაბ მიქელაძე, საპატიო კონსული ბორდოში ალენ ღამბაშიძე და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბორდოში, სოფელ სენტ-ემილიონში შატო გრან მენის ვენახები დაათვალიერეს და უმაღლესი კლასის ღვინის წარმოების ხაზს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ სენტ-ემილიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და ბორდოს რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება", - განმარტავენ სამინისტროში.



16.ივლისი.2018 15:20
52

თხილის ექსპორტი განახევრებულია

ვრცლად
16.ივლისი.2018 15:00
157

ანაკლიაში მიწების გამოსყიდვაზე 96 მლნ-ის ნაცვლად, 57.7 მლნ დაიხარჯა

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:50
52

„წლის კომპანიის“ განვითარების ახალი ეტაპი - Nexia TA King David ბიზნეს ცენტრში გადადის

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:11
10

ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში „დიჯითონი“

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:09
109

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება"

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:00
74

"სამშენებლო სექტორში კონტროლის გამკაცრება აუცილებელია"

ვრცლად