მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2016 წელს სმარტფონების ბაზრის მოგების თითქმის 80% Apple-ზე მოდიოდა

58c6a639239d1
BM.GE
13.03.17 18:01
1609
კომპანია Strategy Analytics-ის კვლევის მიხედვით, 2016 წელს სმარტფონების მსოფლიო ბაზრის მოგების თითქმის 80% iPhone-ს ხვდა წილად. გასულ წელს მსოფლიოში მსარტფონების რეალიზაციით მიღებულმა მოგებამ $53.7 მილიარდი შეადგინა, მაშინ, როდესაც ამ პერიოდში iPhone-ის გაყიდვებით მიღებული თანხა $44.9 მილიარდი იყო.

კომპანია Apple-ის ასეთი წარმატება ძირითადად წლის ბოლო კვარტალმა განაპირობა, როდესაც კომპანიამ მსოფლიოს სმარტფონების ბაზრის მოგების 92% მიიღო.

2016 წელს კომპანიის ოპერაციული მოგების მარჟამ 32,4%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლით, მეორე ადგილი სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Samsung აიღო, რომელსაც მსოფლიოს სმარტფონების ბაზრის მოგებიდან 14,6% - $ 8.3 მილიარდი ხვდა წილად.

სიის მესამე პოზიცია კი ჩინურ Huawei-ს ერგო, 1.6% - 929 მილიონი დოლარიანი რეზულტატით.