09.იანვარი.2016 15:30
მსოფლიო

2015 წელს, მსოფლიოში საავიაციო შემთხვევათა რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა

2015 წელს, მსოფლიოში საავიაციო შემთხვევათა რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა
საავიაციო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე და საავიაციო შემთხვევების მონაცემთა ბაზის მქონე ერთ-ერთმა ყველაზე აღიარებულმა ქსელმა Aviation Safety Network-მა საავიაციო შემთხვევების 2015 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, წლის განმავლობაში მომხდარი ორი გახმაურებული ფატალური საავიაციო შემთხვევის მიუხედავად (Metrojet Flight 9268, Germanwings Flight 9525), 2015 წელს, მსოფლიოში რეკორდულად დაბალი საავიაციო შემთხვევათა რაოდენობა დაფიქსირდა, კერძოდ: 16 საავიაციო შემთხვევა (რაოდენობის მიხედვით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კომერციული ავიაციის ისტორიაში) 560 მსხვერპლით (მსხვერპლის რაოდენობით ყველაზე უსაფრთხო წლების ხუთეულში).

მსოფლიო მაშტაბით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 1997 წლიდან საავიაციო შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, საავიციო ხელისუფლებების და საავიაციო ინდუსტრიის მიერ ფრენების უსაფრთოხოების კუთხით გაწეული უზარმაზარი სამუშაოს შედეგია. საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების სრულყოფა და გაუმჯობესება მუდმივ პროცესს წარმოადგენს. არსებული მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში მოსალოდნელია 34 000 000 კომერციული ფრენა, ხოლო საავიაციო შემთხვევების მაჩვენებელი – ყოველ 4 857 000 აფრენაზე 1 საავიაციო შემთხვევა ივარაუდება. სამოქალაქო ავიაცია ტექნიკურად და სამართლებრივად ყველაზე რეგულირებული, დეტალებამდე გაწერილი, მუდმივ ზედამხედველობას დაქვემდებარებული და „გამოძიებული“ სატრანსპორტო დარგია, სწორედ ამიტომ საჰაერო ხომალდი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად არის აღიარებული.
24.თებერვალი.2018 18:17
58

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ვრცლად
24.თებერვალი.2018 17:10
124

"ვენესუელამ საკუთარი კრიპტოვალუტის გაყიდვით ერთ დღეში $735 მილიონი მიიღო“

ვრცლად
24.თებერვალი.2018 16:08
61

სებ-მა ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი დაამტკიცა

ვრცლად
24.თებერვალი.2018 15:10
121

სოფლის მეურნეობა, სადაც მოსახლეობის ნახევარი მუშაობს, ყველაზე დაბალპროდუქტიულია

ვრცლად
24.თებერვალი.2018 14:28
47

16 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ვრცლად
24.თებერვალი.2018 13:00
62

"ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს“ გზის რეაბილიტაციის მეორე ფაზა იწყება

ვრცლად