05.იანვარი.2016 14:21
ბიზნესი

2015 წელს ჩინეთში 2 672 154 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა

2015 წელს ჩინეთში 2 672 154 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს.
 
"ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2005 წელი - 37 501 ბოთლი, 2006 წ.– 72 955, 2007 წ.– 117 258, 2008 წ.– 27 214, 2009 წ.– 175 556, 2010 წ.– 222 055, 2011 წ.– 582 626, 2012 წ.– 1 203 322, 2013 წ.– 898 432, 2014 წ.– 1 205 898 და 2015 წ.- 2 672 154 ბოთლი.
2015 წელს ჩინეთში ექსპორტირებულია აგრეთვე 30 200 ბოთლი ბრენდი (0,5 ლ) და 6 052 ბოთლი ჭაჭა (0,5 ლ).

ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა ღონისძიებებმა. კერძოდ, 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, რომლის ორგანიზებითაც ტარდებოდა საგანმანათლებლო სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ეწყობოდა დეგუსტაციები, ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში მოეწყო ღვინის ტურები, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა გამართა ქართული ღვინის არაერთი პრეზენტაცია-დეგუსტაცია, ჩინურ მედიაში დაიბეჭდა ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო სტატიები და ტელევიზიებით მომზადდა სპეციალური სიუჟეტები, ქართული ღვინის აქტიური რეკლამირება ხდებოდა ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობითაც", - განმარტავენ სააგენტოში.



16.იანვარი.2019 18:00
32

მეწარმე : "წინა მთავრობის დროს კომუნიკაცია გაცილებით უკეთესი იყო“

ვრცლად
15.იანვარი.2019 12:00
940

,,ვაზისუბნის მამულში“ ღვინის ახალ საწარმოს ააშენებენ

ვრცლად
15.იანვარი.2019 09:50
437

,,ვაზისუბნის მამული“ ევროპაში ლოგისტიკურ ცენტრს ქმნის

ვრცლად
14.იანვარი.2019 17:08
46

Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

ვრცლად
14.იანვარი.2019 16:06
283

ბიზნესომბუდსმენი: თამბაქოზე აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა მთავრობამ დარგს უნდა გააცნოს

ვრცლად
09.იანვარი.2019 17:03
103

„ვისოლმა“ საქველმოქმედო ჩვენებას „შობა ტიფლისში“ უმასპინძლა

ვრცლად