06.დეკემბერი.2018 11:42
საზოგადოება

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სკოლებში გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სკოლებში გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ
მომდევნო სასწავლო სემესტრიდან სკოლებში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შემოდის.

ახალ საგანს სამხედროები ჩაატარებენ და მასში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული. საგანი არჩევითი იქნება და მისი გავლის შესაძლებლობა მეათე კლასის მოსწავლეებს მიეცემათ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხედროების გადამზადება მიმდინარეობს, ტრეინინგების გავლის შემდეგ კი, საპილოტე რეჟიმში პროგრამა 20-მდე სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან განხორციელდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას;

გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები;

გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები;

გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები.

საგანი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს: 2008 წლის ომი, საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე



16.დეკემბერი.2018 15:50
187

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება“, - პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვა

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 15:23
166

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 15:13
359

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 14:37
57

„ინაუგურაცია არის ისტორიული მოვლენა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში“

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 14:16
137

გიორგი გახარია: „სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა“

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 13:08
253

ოპოზიცია თელავში ფეხით მიდის, შსს კი, მორიგ განცხადებას ავრცელებს

ვრცლად