04.აპრილი.2016 12:57
ბიზნესი

20 ქართველი ფერმერი რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს უკრაინის ფერმებში გაეცნო

20 ქართველი ფერმერი რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს უკრაინის ფერმებში გაეცნო
20 ქართველი ფერმერი რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს უკრაინის ფერმებში გაეცნო. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, ქართული რძის მწარმოებელი ფერმერები და სპეციალისტები 10 დღის განმავლობაში ეცნობოდნენ და სწავლობდნენ რძის წარმოების სექტორს უკრაინული ფერმების მაგალითზე.
 
სემინარი ორი მოდულისგან შედგებოდა: „ცხოველთა ჯანმრთელობა“ და „ცხოველთა კვება“. ქართველმა ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს თემებზე: საკვები ტექნოლოგიები, სხვადასხვა ჯიშის ცხოველთა კვება, რეპროდუქციის ოპტიმიზაცია, ახალგაზრდა საქონლის მოვლა, ცხოველთა უსაფრთხოების გაზრდა.

„სასწავლო ტურის ფარგლებში, ქართველმა ფერმერებმა რძის საუკეთესო უკრაინული ფერმების ექსპერტთა გამოცდილება გაიზიარეს და უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის (AMP) კონსულტანტებისგან საჭირო რჩევები მიიღეს. მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს რძის ფერმები უკრაინის სხვადასხვა რეგიონში: ვინიცაში, ოდესაში, ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, პოლტავასა და ჟიტომირში. ყველა ფერმა, რომელიც სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს, მრავალფეროვანია საქონლის რაოდენობის, მოვლის პირობების, რძის წარმოების ტექნოლოგიების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ინვესტირების თვალსაზრისით.

მონაწილეებმა ცალსახად დადებითი შეფასება მისცეს სასწავლო ვიზიტს და კმაყოფილება გამოთქვეს იმ ინფომაციის მიღების გამო, რომელიც სფეროს სპეციალისტებმა მათ გაუზიარეს", - განმარტავენ FAO-ში.

რძის მწარმოებელი შპს. გეო ფარმის მფლობელი თამაზ ბანეთიშვილი ამბობს, რომ სემინარის პირველივე დღეს უკრაინელი ექსპერტები დაეხმარნენ რომ მისი ძროხების საკვები რაციონის კორექტირება მოეხდინა. შედეგად, საქართველოში დაბრუნებულმა მეწარმემ დღეში 150 ლიტრით გაზარდა საკუთარი 30 ძროხის წველადობა. "უახლოეს მომავალში ჩემი ფერმის გაფართოებას ვგეგმავ და უკრაინულ ფერმებში მიღებული ცოდნა ძალინ დამეხმარება რომ ჩემი მომავალი ფერმის კონცეფცია სწორად დავგეგმო", - განაცხადა ბანეთიშვილმა.

სემინარის მეორე ნაწილი 2016 წლის აგვისტოშია დაგეგმილი და ის ფერმების მენეჯმენტს, წარმოების ეკონომიკას, ცხოველთა შენახვასა და გამრავლებას შეეხება.



20.ოქტომბერი.2018 13:28
417

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
496

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:15
514

პრემიუმ კლასის კედების მწარმოებელმა "Cortex"-მა საბავშვო ხაზი დაამატა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 10:24
451

FlyHelp-მა ავიაკომპანიებს 1500 საქმე მოუგო და 1 მლნ ლარის კომპენსაცია მიიღო

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 10:48
2625

საგარეჯოში ტურისტული კომპლექსი "ღვინის სახლი" იხსნება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 10:25
787

ორბელიანის მოედანზე "KTW ჯგუფის" ახალი სასტუმრო იანვარში გაიხსნება

ვრცლად