09.აპრილი.2016 14:54
საზოგადოება

18 წლის ქართველი სტუდენტი დიდი ბრიტანეთიდან, რომლის ორგანიზაცია 15 ქვეყანას აერთიანებს

18 წლის ქართველი სტუდენტი დიდი ბრიტანეთიდან, რომლის ორგანიზაცია 15 ქვეყანას აერთიანებს
18 წლის ლიკა ტორიკაშვილი, პირველი ქართველია, ვინც დიდ ბრიტანეთში, UWC Atlantic College-ში 100%-იანი დაფინანსებით სწავლობს. 14 წლის იყო, როდესაც ქართველი ახალგზრდები ერთი იდეით გააერთიანა - "გავაფერადოთ სამყარო". დღეს ლიკა ტორიკაშვილის საქველმოქმედო მოძრაობა უკვე მასშტაბური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 15 ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს.
 
- ლიკა რამდენი ხანია რაც სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებ და როგორ გაჩნდა იდეა "სამყაროს გაფერადების" შესახებ?

- უკვე 2 წელია დიდ ბრიტანეთში ვსწავლობ. UWC-ის შესახებ 15 წლის ასაკში გავიგე. მათ 15 ფილიალი აქვთ მსოფლიოს 15 ქვეყანაში და მისი მთავარი მისია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ისეთი ახალგაზრდების შეკრებაა, რომლებიც გაერთიანდებიან ერთი იდეით, რომ „სამყარო შეცვალონ“.

UWC Atlantic Collegshi მოხვედრა ჩემ ოცნებად იქცა. 2014 წელს სულ 5 ბავშვს ირჩევდნენ, საქართველოდან კი მხოლოდ 1 ადგილი იყო დიდი ბრიტანეთის ფილიალში. მაშინ ვერც ვიოცნებებდი იმაზე, რომ მართლა მოვხვდებოდი ამ კოლეჯში, თან ჩემამდე კოლეჯში არცერთ ქართველს უსწავლია.

"გაუფერადე სამყარო“ 14 წლის ასაკში, 2012 წელს დავაარსე. იდეა ძალიან მარტივი იყო, - ქართველი ახალგაზრდების გაერთიანება იდეით, რომ ფერები აჩუქონ მათ ვისაც მხარდაჭერა და გაფერადება სჭირდება. მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში, საავადმყოფოებსა და სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ოჯახებთან, მიგვქონდა საჩუქრები, ყოველთვის ძალიან ბევრი ფერადი ბუშტი გვეჭირა ხელში  და საინტერესო აქტივობებს ვატარებდით. 

დროთა განმავლობაში, ეს მოძრაობა ოფიციალურ ორგანიზაციად გადაიქცა. შემდეგ ინგლისში წავედი და ყველას მოვუყევი Paint the World -ის შესახებ. ზუსტად Atlantic-ში გაიზარდა ეს ორგანიზაცია მსოფლიო ორგანიზაციად. კოლეჯში მყოფი ჩემი მეგობრები მალაიზიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, - ყველას მოუნდა პროექტში ჩაბმა და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში „გაუფერადე სამყაროს“ ფილიალის დაფუძნება.

- რა ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში და როგორია სამომავლო გეგმები?

- უკვე დავაარსეთ Paint the World UK. გასულ წელს, ჩემი კოლეჯის 20 სტუდენტი, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, საქართველოს ეწვია და 1 კვირის განმავლობაში სტუმრები ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას იცნობდნენ. ასე „გავაფერადეთ“ მათთან ერთად საქართველო.

2015 წლის ზაფხულში, ორგანიზება გავუკეთეთ Paint the World Malaysia Project-ს. ძალიან საინტერსესო პროექტი იყო, მეც ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი ვიყავი, პირველად გავემგზავრე მალაიზიაში და იქ ყოფნისას საქართველოს ელჩად ვიგრძენი თავი, ქვეყანაში სადაც სამწუხაროდ რუკაზეც კი არ იციან სად არის საქართველო.

- 10-18 მარტს, პროექტი - "საქართველო, როგორც ერთაურთიერთობისა და ტოლერანტობის ცოცხალი მუზეუმი" გაიმართა, - რას გულისხმობდა პროექტი?

- პროექტი დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს ეწვია ჩემი კოლეჯის დირექტორი, ასევე ჩვენი ორგანიზაციის 4 წევრი და კოლეჯის სტუდენტები, შემოგვიერთდნენ გაუფერადე სამყაროს მალაიიზიის ფილიალის წევრები, რომლებიც საქართველოში ბორნეოს კუნძულებიდან ჩამოფრინდნენ. ორი დღე იფრინეს იმისთვის რომ გაეცნოთ ჩვენი კულტურა და ჩვენი ორგანიზაციის ქართველი წევრები.

აღსანიშნავია, რომ პროექტმა სამი რელიგიის წარმომადგენლები გააერთიანა. მე და ჩვენი ქართული ჯგუფის წევრები ვართ ებრაელები და ქრისტიანები, ხოლო მალაიზიის სტუმრები მუსლიმები: რუსები, ოსები ქართველები და ებრაელები, ყველა ერთად ჩვენს ყველაზე ტოლერანტულ სამშობლოში, თბილისში გავერთიანდით იმ იდეით, რომელიც დაიწყო საქართველოში და ამჯერად ათასობით ადამიანს აერთიანებს, მთელს მსოფლიოში.

იაშვილის კლინიკას კომპანია „გალფის“ მიერ გამოყოფილი საჩუქრებით ვესტუმრეთ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოვინახულეთ. ყველა სასაცილო კოსტიუმებში ვიყავით გადაცმულები, ძალიან ბევრი ფერადი ბუშტი გვქონდა და საინტერესო პერფორმანსი მალაიზიური ცეკვებით.

- რამდენად იცნობენ ბრიტანეთში საქართველოს და რა წარმოადგენა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ?

- სამწუხაროდ, საერთოდ არ იცნობენ. როდესაც კოლეჯში ვთქვი საქართველოდან ვართქო, ეგონათ ამერიკის შტატს ვგულისხმობდი. ეს არ მომწონდა და ამიტომაც მიზნად დავისახე გამეცნო ჩვენი ქვეყანა კოლეჯებისთვის სათანადო დონეზე.

ამჯერად Paint the World-ის შესახებ იცის კოლეჯის 350 მოსწავლემ. ყველამ იცის, რომ ეს საქართველოში, თბილისში დაიწყო და არა ამერიკაში.

ჩვენ ორგანიზაციაზე დაიწერა სტატიები მალაიზიასა და ბრიტანეთში. ჩვენზე იყო გადაცემა British Sky Channel-ზე, Paint the World ოფიციალურად გახდა UWC ATLANTIC COLLEGE-ის განუყოფელი ნაწილი. CAS-ის ( creativity action service) დიპლომის აღება შეუძლებელია თუ სტუდენტს გარკვეული საათები არ აქვს აღებული Paint the World activity-ში. ეს დიდი მიღწევაა და იმას ნიშნავს, რომ კოლეჯიდან ჩემი წამოსვლის შემდეგაც „გაუფერადე სამყარო“ ინგლისში იარსებებს.

მჯერა სამომავლოდ რა პროფესიაც უნდა ავირჩიო , ყოველთვის ერთი პრიორიტეტი მექნება, - სამყაროს ყოველთვის გავაფერადებ!



20.სექტემბერი.2018 09:00
23

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:31
221

"სჯობდა ჯერ სისტემა შეექმნათ და სესხებზე ხელმისაწვდომობა შემდგომ შეეზღუდათ"

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:00
246

სტუდენტები, შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ - "ახალგაზრდა ადვოკატების" ინიციატივა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:40
167

ჰაერში ტყვიის შემცველობაზე დეტალური კვლევა ჩატარდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:22
149

1500 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:21
173

ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირებასთან დაკავშირებულ პროექტს აქვეყნებს

ვრცლად