18 თებერვალს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკური სამიტი გაიმართება. თურქეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სამიტი თურქეთის ქალაქ კაისერში ჩატარდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამიტში მონაწილეობას 500-მდე ბიზნესმენი მიიღებს. სამიტის მთავარი თემა კი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები იქნება.