მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 ქვეყანა, რომლის ვალიც აქვს საქართველოს

5bc3001ec5bd7
თელარა გელანტია
14.10.18 12:35
5008
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი, სავარუდოდ, 19 მლრდ 716 მლნ ლარამდე იქნება.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სულ 17 ქვეყნის ვალი აქვს და 2019 წლის ბოლოსთვის ვალდებულებების ჯამური საპროგნოზო ნაშთი 2 მლრდ 572 მლნ 785 ათას ლარამდე იქნება.

17 ქვეყანას შორის, საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: გერმანია, რომლის ვალი 903 მლნ 448 ათასი ლარამდე იქნება, იაპონია - 673 მლმ 508 ათასი ლარით და საფრანგეთი, რომელსაც საქართველოსთვის 620 მლნ 438 ათასი ლარი აქვს ნასესხები.

კრედიტორებს შორის არის რუსეთიც - საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ 135 მლნ 68 ათასი ლარის ვალი აქვს.

საქართველოს კრედიტორების სრული სია და 2019 წლის ბოლოსთვის ვალის საპროგნოზო ნაშთი ასე გამოიყურება (ათას ლარებში):

1. ავსტრია - 36,387

2. აზერბაიჯანი - 17,618

3. თურქმენეთი - 555

4. თურქეთი - 33,929

5. ირანი - 13,396

6. რუსეთი - 135,068

7. სომხეთი - 18,756

8. უზბეკეთი - 259

9. უკრაინა 236

10. ყაზახეთი - 34,905

11. ჩინეთი - 3,787

12. გერმანია - 903,448

13. იაპონია - 673,508

14. კუვეიტი - 31,798

15. ნიდერლანდები - 1,676

16. ამერიკა - 47,021

17. საფრანგეთი - 620,438

ცნობისთვის: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 15 315.8 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 4 400.0 მლნ ლარის ოდენობით.

მომავალ წელს მთავრობა აპირებს 2 მლრდ 160 მლნ ლარის ვალის აღებას, საიდანაც 500 მლნ არის ფასიანი ქაღალდები ანუ შიდა ვალი.
2019 წელს სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს.