მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

5a910cb22e23e
თამუნა დემეტრაშვილი
24.02.18 14:28
644
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ საქართველოს სკოლების რეაბილიტაციის 2018 წლის ფაზას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერზე სულ 7 ლოტი გამოვა, რაც ჯამში 16 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ყველა სკოლა რეგიონში მდებარეობს და მოიცავს იმერეთსა და სამეგრელოს სკოლებს, ასევე გათვალისწინებულია ბათუმის მე-18-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც.

როგორც bm.ge-ს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის -საქართველოს“ წარმომადგენელმა დიმიტრი ქემოკლიძემ განუცხადა ყველა სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რასაც ფონდი დააფინანსებს.

"ჩვენ გვაქვს საიდუმლო ბიუჯეტი რომელსაც არასოდეს ვამხელთ წინასწარ და კონკურენტულ გარემოში ტარდება ტენდერი. შემდგომ მოხდება შემოსული წინადადებების ფინანსური ანალიზი, რის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელი კომპანიები იქნებიან გამარჯვებულები",-აღნიშნა ქემოკლიძემ.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესებულმა კომპანიებმა საკუთარი წინადადებები ათასწლეულის გამოწვევის ფონდში 12 მარტამდე უნდა წარადგინონ, ამავე დღეს მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის გახსნაც.