მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 სექტემბრიდან კომერციული სექტორისთვის გაზი გაძვირდება

5b768200139b4
თელარა გელანტია
17.08.18 12:04
2188
კომერციულ სექტორს ბუნებრივი აირის საფასური უძვირდება.

როგორც bm.ge-ს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განუცხადეს, გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრიდან შევა და გაძვირება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს შეეხება და მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ მოიმატებს.

"თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს.
„ყაზტრანსგაზ - თბილისი" დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი, მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი იზრდება, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც ყველაზე დაბალ ტარიფს ინარჩუნებს კომერციული მომხმარებლებისთვის.

შეგახსენებთ: კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი 86 თეთრს შეადგენს (დღგ-ს ჩათვლით).

ამასთან, როგორც კომპანიაში განამრტავენ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, სწორედ ამიტომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირებას ახდენს.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება ეხება მხოლოდ კომერციულ აბონენტებს. კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასი დერეგულირებულია. შესაბამისად, მიწოდების ფასი ამ სექტორში განისაზღვრება თავად მიმწოდებელი კომპანიების (დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“) მიერ", - აცხადებენ კომპანიაში.