მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1500 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ

5ba25ccae0f66
სალომე ჭიპაშვილი
19.09.18 18:22
885
საქართველოში 20 სექტემბრიდან მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევები დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას 14 ათასი შინამეურნეობა მიიღებს. კვლევის ფარგლებში 2-დან 7 წლამდე 1500 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ.

კვლევის პირველადი დასკვნა იანვრის ბოლოს დაიდება, ხოლო საბოლოო შედეგები შემდგომ თვეებში იქნება ცნობილი.

როგორც გადაცემა „ქალების ნარატივში“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, სპეციალური მოწყობილობით გაზომვების შედეგად, ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბებული ოდენობა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

„როდესაც მე ვამბობ ზღვრულად დასაშვებ ნორმას, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეაფასონ რას ვგულისხმობ, ანუ ზღვრულად დასაშვები ნორმა დადგენილია სპეციალისტების მიერ.“- აცხადებს ნინო თანდილაშვილი.