საქართველოში საერთაშორისო ფორუმი ,,ტრანსფორმაციული განათლების პერსპექტივები” გაიმართება.
როგორც BM.Ge-ის “ალტერბრიჯში” (მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი) განუცხადეს, ფორუმის ფარგლებში ,,საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კვლევის” შედეგების პრეზენტაციაც გაიმართება.
“გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; მოეწყობა დამწყებ დიზაინერთა და მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა. ფორუმის მონაწილეებისათვის ჩატარდება სერტიფიცირებული მასტერკლასები, რომლებსაც გაუძღვებიან ალტერბრიჯის პარტნიორი ევროპული სასწავლებლებიდან მოწვეული სპიკერები”, - აცხადებენ ალტერბრიჯში.
მათივე თქმით, ფორუმის ფარგლებში საქართველოში კინგ მილერი - „ვიამოდას” ინდუსტრიული უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილი წარმომადგენელი, კოზმინსკის აკადემიისა და სივიტას კოლეგიუმის ლექტორი ჩამოდის, რომელიც ვიქტორია სიკრეტის გლობალური ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთი შემქმნელია. გარდა ამისა, ფორუმის გარგლებში საქართველოში, ბარბარა ლუბასიც ჩამოვა, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ქოუჩია, რომლის სამეცნიერო ინტერესთა სფერო მენეჯმენტი, მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირების ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ასპექტებია.
“ის არის 70-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი პოლონეთის შრომის ბაზარზე. ასევე დიდი წვლილი აქვს პოლონეთის მთავრობისთვის ეკონომიკური ანალიზის მომზადებაში”, - აცხადებენ ალტერბრიჯში.
შეგახსენებთ: ფორუმი 2019 წლის, 15 თებერვალს, 18:00 საათზე მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯში” გაიმართება.
12.თებერვალი.2019 17:35
საზოგადოება
15 თებერვალს, საერთაშორისო ფორუმი - ,,ტრანსფორმაციული განათლების პერსპექტივები” გაიმართება
