მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 დეკემბერს კონფერენცია - "ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში" გაიმართება

5c10ce5e0eae6
თელარა გელანტია
12.12.18 13:35
827
14 დეკემბერს ორგანიზაციის - „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისში, სასატუმრო „ბილტმორში“ ბიზნეს-კონფერენცია - „ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში“ გაიმართება.

ღონისძიებაზე საქართველოში ირანელ ინვესტორთა პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ასევე, კონფერენციის ძირითადი მიზნებია: სამუშაო ადგილების შექმნა, მომავალი ინვესტორებისთვის წინადადებების შეთავაზება და მათი მოზიდვა საქართველოში, ტურიზმის განვითარება, ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და შესაბამისად, მეტი მოქალაქის დასაქმება;

ღონისძიებას ირანელი და ქართველი ბიზნესმენები, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მოწვეულ სტუმრებს შორისაა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აბას თალები-ფარი.

ცნობისთვის: ააიპ „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეიქმნა. ორგანიზაციის მიზნებია: ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის ხელშეწყობა; ირანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოში ინტეგრაციის და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; საქართველოში ინვესტორების მოზიდვა; ინვესტორებისა და ბიზნესმენების უფლებების დაცვა და ა.შ.