03.აპრილი.2016 22:13
საზოგადოება

13 წლის ფერმერი - "რამდენიმე წელში მინდა მიწა ვიყიდო და კურდღლებისთვის ბოსტანი გავაშენო"

13 წლის ფერმერი - "რამდენიმე წელში მინდა მიწა ვიყიდო და კურდღლებისთვის ბოსტანი გავაშენო"
შაკო მეშველაშვილი 11 წლის იყო, როდესაც დედისგან 50 ლარი ისესხა და თანხით ორი ბოცვერი იყიდა. დღეს შაკოს უკვე 50-მდე ბოცვერი ყავს. სოფელ ოკამში ყოფნის პერიოდში, ის კურდღლებს მუხრანის ბაზარში ყიდდა. ამბობს, რომ გაყიდული თანხის ნაწილს თავისთვის იტოვებდა, ნაწილით კი ახალ კურდღლებს ყიდულობდა და მათ ამრავლებდა.
 
"სულ მქონდა ჩემი ფული, ჩემთვისაც და ჩემი დებისთვისაც", - ამბობს შაკო მეშველეაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. სოფელში ყოფნის პერიოდში, კურდღლების გაყიდვაში ბაბუა ეხმარებოდა, ახლა კი ის თბილისში, ელიას მთაზე ცხოვრობს. სოფელში 5-6 კურდღელი დატოვა, დანარჩენი კი თბილისში ჩამოიყვანა.

მისივე თქმით, კურდღლების მოვლა მარტივი არ არის, - დღეში სამჯერ კვება, ხოლო 5-ჯერ ადგილის დასუფთავებაა საჭირო. დღეს შაკო მეშველაშვილი, სკოლის „სინათლე მომავალის“ მერვე კლასის მოსწავლეა, სამომავლოდ კი აპირებს, რომ კვლავ თავის ამჟამინდელ საქმიანობას გაყვეს და აგრარულ უნივერსიტეტში ჩააბაროს. შაკომ მეკურდღლეობაზე ცოდნა სხვა მეკურდღლეებთან პირადი ურთიერთობებით და ინტერნეტით მიიღო.

"ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მიწის ნაკვეთი ვიყიდო და საკურდღლეებთან ერთად ბოსტანიც გავაშენო".



17.ოქტომბერი.2018 20:00
107

"საქართველოში კვალიფიციური IT-სპეციალისტების ნაკლებობაა"

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 16:29
32

ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 16:25
123

ქუთაისში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება შფერხებულია

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 14:12
29

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში პლატოზე საშემოდგომო დარგვები დაიწყო

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 13:44
163

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი ცხადდება

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 12:20
92

ავტობუსები უფასო Wi-FI-ით აღიჭურვება

ვრცლად