მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ქალაქი, რომელიც ავტომობილებზე უარს ამბობს

5a670101a47ab
BM.GE
23.01.18 15:00
2460
Business Insider იმ ქალაქების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლებიც მანქანებზე უარის თქმას ეტაპობრივად გეგმავენ. გამოცემის ცნობით, 2016 წლის ბოლოს, მადრიდის მერმა განაცხადა რომ ქალაქის ცენტრში მანქანების აკრძალვას გეგმავს. მან პირობა დადო, რომ მისი მერობის პერიოდში, 2019 წლის მაისამდე ცენტრალური ნაწილი მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მადრიდი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც მსგავსი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს, ამავე სიაშია:

1. ოსლო, ნორვეგია - 2019 წლისთვის ქალაქის ცენტრში მანქანები უნდა აიკრძალოს. 2025 წლისთვის კი ქვეყანა მანქანებზე უარის თქმას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს;

2. ჩენგდუ, ჩინეთი - ქალაქი მანქანებზე სრულად უარის თქმას არ აპირებს, თუმცა, 2020 წლისთვის მთლიანი მოსახლეობის - 80 ათასი ადამიანის- მხოლოდ ნახევარს ექნება მანქანის ყოლის უფლება;

3. ჰამბურგი, გერმანია - ქალაქი მანქანებს არ კრაძლავს, მაგრამ ზრდის ისეთი ტერიტორიების რაოდენობას, სადაც სიარული მხოლოდ ფეხითმოსიარულეებისთვის ან ველოსიპედებისთვის იქნება შესაძლებელი. ეს სისტემა 2035 წლისთვის ქალაქის 40%-ს მოიცავს;

4. კოპენჰაგენი, დანია - დღეისთვის ქალაქის მოსახლეობის ნახევარი ველოსიპედით გადაადგილდება და ამ პოლიტიკის გაგრძელებას ხელისუფლება მომავალ წლებშიც აპირებს;

5. პარიზი, საფრანგეთი - ქალაქი დიზელის საწვავზე მომუშავე მანქანებს კრძალავს და ველობილიკებს რიცხვს აორმაგებს;

6. ათენი, საბერძნეთი - პარიზს უერთდება საბერძნეთის დედაქალაქიც და დიზელის საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალვას ქალაქის ცენტრიდან 2025 წლისთვის გეგმავს;

7. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას 2020 წლისთვის ლონდონიც გეგმავს. მანამდე კი ქალაქის ხელისუფლება 13 დოლარამდე აჯარიმებს იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის კონკრეტულ ნაწილში დიზელზე მომუშავე მანქანებით გადაადგილდებიან პიკის საათებში;

8. ბრიუსელი, ბელგია - ქალაქში ევროპაში ყველაზე დიდი ადგილი გამოიყო, სადაც მხოლოდ ფეხით შეიძლება სიარული. ამასთან, ქალაქი 2018 წლიდან კრძალავს დიზელზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც 1998 წლამდეა გამოშვებული;

9. მეხიკო, მექსიკა - ხელისუფლებამ სპეციალური სისტემა შექმნა, რომლითაც ცენტრში მოსახლეობას მანქანით გადაადგილების კონკრეტული დღეები დაუწესდა;

10. ვანკუვერი, კანადა - მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქალაქის ხელისუფლებები მანქანებს კრძალავენ, ვანკუვერის ხელისუფლება ამას სხვა გზით აბალანსებს. ქალაქის ხელისუფლება უფროდაუფრო მეტ სივრცეს ქმნის, სადაც გადაადგილება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ფეხით შეიძლება;

11. ნიუ-იორკი, აშშ - ნიუ-იორკი მანქანების აკრძალვას არ გეგმავს, თუმცა, ავითარებს საფეხმავლო გზებს, მეტროსა და ველობილიკებს;

12. მადრიდი, ესპანეთი - 2019 წლამდე ცენტრალურ ნაწილში მანქანით სიარული აიკრძალება.