მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში ექსპორტი 24%-ით გაიზარდა, იმპორტი კი - 16.8%-ით

5c1210346c87d
თელარა გელანტია
13.12.18 11:53
779
2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 3 033.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 8 291.2 მლნ. აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.