10.აგვისტო.2018 11:21
ეკონომიკა

11 მესაკუთრეს ქონება იძულებით ჩამოერთვა

11 მესაკუთრეს  ქონება იძულებით ჩამოერთვა
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის 11 მესაკუთრეს ქონება იძულებით, - ექსპროპრიაციის გზით ჩამოერთვა.

კერძოდ, გრიგოლეთი - ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ქონება იძულებით ჩამოერთვა ორ მესაკუთრეს.

ფოთი -გრიგოლეთი - ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის ქონება იძულებით ერთ მესაკუთრეს ჩამოერთვა.
6 მესაკუთრეს ჩამოერთვა ქონება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნით. რკინიგზა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს, რომლის არეალშიც მესაკუთრეების ქონება მოექცა.

ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასაც, რომელიც ქვესადგურის ,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. ამ არეალში ქონება იძლებით ერთ მესაკუთრეს ჩამოერთვა.

ახალციხე - ბათუმის” 220 კვ . ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის ქონება ერთ მესაკუთრეს ჩამოერთვა.





17.იანვარი.2019 21:40
270

რა გავლენა ჰქონდა ღორის გრიპს საქართველოში ტურიზმის სექტორზე?

ვრცლად
17.იანვარი.2019 21:00
180

საპენსიო სისტემაში 5 000-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა

ვრცლად
17.იანვარი.2019 20:35
253

CARU - კომპანია, რომელიც თქვენს ავტომობილს წაიყვანს, შეაკეთებს და დააბრუნებს

ვრცლად
17.იანვარი.2019 19:40
169

EUGBC: ყურადღებით ვადევნებთ თვალს TBC-ის საქმეს

ვრცლად
17.იანვარი.2019 19:20
279

"ყველა გაოცებულია იმ პოზიციებით, რაც საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში აქვს"

ვრცლად
17.იანვარი.2019 19:00
300

„ევროკავშირისთვის ანაკლიის პორტის განვითარება პრიორიტეტული საკითხია“

ვრცლად