მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 ჯადოსნური ქალაქი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

5c14b42f47d95
ნინი თურქია
15.12.18 18:30
2394
Culture trip მოგზაურებს დასათვალიერებლად 11 გამორჩეულ ქალაქს სთავაზობს:

ჩეფჩაუენი, მაროკო
მეთხუთმეტე საუკუნის ლურჯი ქალაქი - ჩეფჩაუენი რიფის მთებში მდებარეობს. თავდაპირველად ქალაქი პორტუგალიელებისგან თავდასაცავად ააგეს, თუმცა დღეს ის რიყის ქვებისგან მოპირკეთებული გზებით გამოირჩევა.

იანგშუო, ჩინეთი
ქალაქის მთავარ სიამაყეს მდინარეში ნავით სეირნობა წარმოადგენს. ნისლიანი მთები და თევზაობა გაწვრთნილი ჩიტებით, იანგშუოს დამთვალიერებლებისთვის გამორჩეულს ხდის.

ლალიბელა, ეთიოპია
ხშირად ამ ქალაქს არქეოლოგთა ლაბირინთადაც მოიხსენებენ; ეს არის მონოლოთური ქვებით ნაგები ეკლესიების ქალაქი, რომელიც ანტიკური პილიგრიმების კვალი ამჩნევია.

სანტორინი, საბერძნეთი
მიიჩნევა, რომ სანტორინი საბერძნეთის კუნძულების მეფეა. ის პატარა თეთრი შენობებითა და სიმყუდროვით გამოირჩევა. ყოველწლიურად ქალაქს უამრავი ტურისტი სტუმრობს.

მონ - სენ - მიშელი, საფრანგეთი
მონ - სენ - მიშელი ისტორიული კუნძულია, რომელიც მერვე საუკუნის მონასტრის გარშემოა გაშენებული. ეს არის ქალაქი, რომელშიც დაახლოებით, 50 ადამიანი ცხოვრობს.

ჰუაკაჩინა, პერუ
ეს პატარა ქალაქი ოაზისში მდებარეობს, რომლიც იკას უდაბნოში (Ica’s desert) მდებარეობს.

ბრიუგე, ბელგია
ეს არის ბელგიის ისტორიული ქალაქი, რომელიც ისტორიული merchant city-ა. ქალაქი დამთვალიერებლებში ნოსტალგიას აღძრავს და ტურისტებს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებსა და რომანტიულ გარემოს სთავაზობს.

ალტერ დო ჩაო, ბრაზილია
ეს არის ქალაქი, რომელსაც ხშირად ბრაზილიური ჯუნგლების სამოთხედაც მოიხსენებენ.

ჰალშტატი, ავსტრია
ავსტრიული საოცრებათა ქვეყანა ტბის პირასაა გაშენებული და მის გარშემო ტყით დაფარული მთებია აღმართული.

დუბროვნიკი, ხორვატია
ქალაქი მსოფლიოში ცნობილია საკუთარი ციხე - სიმაგრით, რომელიც ადრეატიკის ზღვის წყლებშია აღმართული. გასაკვირი არცაა, რომ Game Of Thrones-ის გადაღების ადგილი ტურისტებში პოპულარულია.

ჩინვე ტერე, იტალია
ფერადი სახლებით განაშენიანებული ხუთი ზღვისპირა სოფელი იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებას წარმოადგენს და მას ხშირად იტალიურ რივიერად მოიხსენებენ.