მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ჩამოვლენ

5c4746bd8870c
თელარა გელანტია
22.01.19 20:56
2015
მიმდინარე წლის 11 აპრილს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებად“ დასახელებული ვერა ქობალიას, კახი კალაძის, ნინო ზამბახიძის და ვალერი ჩეხერიას ორგანიზებით, საქართველოში World Economic Forum-ის „გლობალური ახალგაზრდა ლიდერები“ ჩამოვლენ.

ამის შესახებ bm.ge-ის ნინო ზამბახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები გაეცნობიან საქართველოში ბიზნეს გარემოს, შეხვდებიან ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, გაეცნობიან ქართულ კულტურას და ოკუპაციის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას ესტუმრებიან.

ამასთან, ზამბახიძის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დღეს გაიხსნა და 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს „გლობალური ახალგაზრდა ლიდერების“ სტატუსით ვერა ქობალია, კახი კალაძე, ნინო ზამბახიძე და ვალერი ჩეხერია წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.