03.აპრილი.2016 19:28
ტექნოლოგია

100 დოლარი სტარტაპისთვის - 5 რჩევა ბიზნესის დასაწყებად კრის გუილებეაუს წიგნიდან

100 დოლარი სტარტაპისთვის - 5 რჩევა ბიზნესის დასაწყებად კრის გუილებეაუს წიგნიდან
100$-იანი სტრატაპი კრის გუილებეაუს წიგნია, რომელიც 2012 წელს გამოიცა. მეწარმეობისა და ბიზნესის დაწყების შესახებ რჩევებით წიგნმა გამოცემიდან მალევე მოიპოვა პოპულარობა. გთავაზობთ 5 რჩევას წიგნიდან.
 
1. შეეშვით ჩვეულებრივ, უსარგებლო სამსახურში დროის ხარჯვას

დღითი-დღე უამრავი ადამიანი უარს ამბობს სტანდარტულ სამუშაოზე და ქმნის თავის ბიზნესს, რომელიც ასევე ათავისუფლებს მათ დროსა და გონებას ერთფეროვნებისგან. მიკრობიზნესის შესაქმნელად საჭიროა ბევრად ნაკლები, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ყველაზე ჩვეულებრივი პირიც, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს არც დიდძალი ფინანსები, გამოცდილება, დოქტორის ხარისხი, ზოგ შემთხვევაში, არც ბიზნეს-გეგმა, ხსნის საკუთარ მინი-ბიზნესს, რომელიც შემდეგ წარმატებით ვითარდება.
არაფერი გიშლით ხელს მიაღწიოთ ასეთივე წარმატებას. თქვენ დაგჭირდებათ:

• საქონელი (ან მომსახურება), რომლის გაყიდვაც შეიძლება;
• კლიენტები, რომლებიც მზად იქნებიან ამაში ფული გადაიხადონ;
• გადახდის მექანიზმი.

ნუ აჰყვებით ნერვიულობას, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ის უფრო დიდი დაბრკოლებაა წარმატების გზაზე, ვიდრე კონკურენტები ან ბაზრის გარემოებები.

2. მხოლოდ ენთუზიაზმი საკმარისი არ არის
უამრავი ადამიანის ოცნებაა დაკავებული იყოს იმით, რაც მას კარგად გამოსდის და საოცარ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა გატაცება ვერასდროს იქცევა ბიზნესად, თუ მას არ ჰყავს თავისი მომხმარებელი.

საჭიროა ისეთი სფეროს აღმოჩენა, სადაც თქვენი და კლიენტების სურვილები ერთმანეთის მსგავსია, შესთავაზეთ ისეთი რამ, რაც სხვებთან შედარებით თქვენს საქონელს უპირატესი აქვს. ასე რომ, სანამ მოიფიქრებდეთ ბიზნეს-იდეას დაფიქრდით თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამან სხვას.

მაგალითი: კეტრინ ადლერი, რომელიც ოფიციანტად მუშაობდა ლონდონში, ფლობდა ადამიანებთან უერთიერთობის საოცარ უნარს. მან ყოყმანის გარეშე დააფუძნა საკუთარი ფირმა PR-ის სფეროში. მას არანაირი განათლება გააჩნდა ამ კუთხით, თუმცა კარგად განვითარებულმა კომუნიკაციის უნარმა ხელი შეუწყო ახალი ბიზნესის მარტივად ათვისებაში.

თქვენ ვერ იშოვით ფულს პიცის სიყვარულით, თუმცა შეგიძლიათ გახსნათ პიცერია. გაანალიზეთ შესაძლებლობები, რომლებიც მომხმარებელთა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და მაქსიმალურად გამოიყენეთ არსებული უნარები.

3. მიუდექით მარკეტინგს კრეატიულად

მარკეტინგულ ღონისძიებაზე აქცენტი გააკეთეთ არა მოსაწყენ რეკლამასა და ტექნიკური დეტალების ჩამოთვლაზე, არამედ მომხმარებლის უპირატესობაზე, ანუ როგრ გაამარტივებს თქვენი პროდუქტი მათ ცხოვრებას და რა გზით შეიძლება იქცეს მათი ყოველდღიურობის ნაწილად.

მაგალითები: კალიფორნიაში ერთ-ერთი რანჩოს მფლობელები თავის რეკლამაში აცხადებენ: „ ჩვენ არ ვყიდით გასეირნებას ცხენით. ჩვენ გთავაზობთ თავისუფლებას“. იოგის სკოლა რეალურად ვარჯიშების კურსს არ ყიდის, არამედ გეხმარებათ სტესისგან გათავისუბლებასა და მშვიდ, მყუდრო გარემოში დასვენებაში.

წიგნის ავტორი გირჩევთ, დაამყაროთ კარგი ურთიერთობა ჟურნალისტებთან, ითანამშრომლოთ სხვა კომპანიებთან, შექმნათ ბლოგი, სადაც უცნაური და ამავდროულად, საინტერესო კუთხით წარმოაჩენთ თქვენი კომპანიის საქმიანობას. ეს კარგი რეკლამის საკმაოდ ეფექტური გზებია, თანაც ბევრად იაფი ტრადიციულზე.

4. არ დაგავიწყდეთ, ბიზნესს უნდა მოჰქონდეს ფული

ბიზნესის შექმნას უნდა მოჰყვებიდეს შემოსავალი, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს მხოლოდ ჰობია.

• დაფინანსება

არ არის აუცილებელი კრედიტის აღება. ზოგ შემთვევაში, თქვენს ხარჯს შეიძლება მხოლოდ ლეპტოპისა და ვებ-გვერდის შექმნის ფასი შეადგენდეს.

მაგალითი: შელი ბრენსმა გახსნა გასტრონომიული ტურების (ანუ კონკრეტული ქალაქის, ქვეყნის ცნობილი საჭმელებისა თუ სასმელების დაგემოვნება) ბიზნესი ბერლინში, 28$ საწყისი კაპიტალით, გარკვეული დროის შემდეგ მისი შემოსავალი გაიზარდა 60000$-მდე წელიწადში.

• ხარჯები

თქვენი მიზანი უნდა იყოს ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა, ჩადეთ რესურსები მხოლოდ იმაში, რაც პირდაპირ კავშირშია გაყიდვებთან. მაგალითად, ძვირადღირებული ვებ-საიტის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ კი დარწმუნებული ხართ, რომ ის უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლების მოზიდვას.

• შემოსავალი

გაასწარით მოვლენებს, წინასწარ გამოთვალეთ მოსალოდნელი შემოსავალი და დაფიქრდით გიღირთ თუ არა ეს საქმიანობა ამ ფასად. წარმოიდგინეთ როგორი შეიძლება იყოს მომავალში კლიენტებთან მუშაობა, როგორ გაზარდოთ გაყიდვები, როგორ აიცილოთ თავიდან მოსალოდმელი პრობლემები. აუცილებელია შემოსავლის დათვლა და მერე ამის სტატისტიკურად წარმოჩენა, რადგან ყოველთვის მზად იყოთ ცვლილებებისთვის და აკონტროლოთ საკუთარი საქმიანობა.

5. ნუ შექმნით რთულ ბიზნეს-გეგმებს

რეალობა ყოველთვის მაღლა იდგება გეგმებზე, არ დახარჯით დრო რთული სქემების შექმნაზე, რომლებიც შეიძლება არც არასდროს განხორციელდეს. გახადეთ ბიზნეს-გეგმა მარტივად აღქმადი, ის არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ამავდროულად, უნდა წარმოაჩენდეს ძირითად მიზნებს. მოუფიქრეთ მოკლე 200 სიმბოლოიანი აღწერა თქვენი ბიზნესის „მისიისთვის“.
IHUB Tbilisi
ავტორი: ვიქტორია საკუროვა



14.აგვისტო.2018 12:45
22174

თბილისში წლის ბოლომდე „ბოთლიყლაპია აპარატები“ გამოჩნდება

ვრცლად
13.აგვისტო.2018 18:27
988

საპარტნიორო ფონდის დაფინანსებული ვერტიკალური ავტოპარკინგით ინვესტორი არ დაინტერესებულა

ვრცლად
13.აგვისტო.2018 17:41
7015

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა

ვრცლად
07.ივლისი.2018 19:30
333

ტრადიციულ ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 21:30
243

ღვინის მომხმარებლები აპლიკაციით მარანში მოგზაურობას შეძლებენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 19:30
225

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

ვრცლად