21.თებერვალი.2016 16:37
მსოფლიო

10 ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტორული ნაგებობა, რომელიც მსოფლიოს შეემატება (ფოტო)

10 ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტორული ნაგებობა, რომელიც მსოფლიოს შეემატება (ფოტო)
კობრა - მისი მშენებლობა ქუვეითში 2008 წელს დაიწყო, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში პროექტი ფინანსური კრიზისის გამო ის შეჩერებული იყო მთავარი კითხვა რომელიც შენობას უკავშირდება, სპირალურ ნაგებობაში, ლიფტების განთავსებაა.

სამეფო კოშკები - მშენებლობის დასრულების შემდეგ ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და აღნიშნულ სტატუსს ბურჯ ხალიფას ჩამოართმევს. გაერთიანებულ საემიროებში ცათამბჯენის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო და ის 2019 წელს დასრულდება. მასში მაღალი კლასის სასტუმრო, კომერციული ფართები და ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე ობსერვატორია განთავსდება.

შანხაის კოშკი - 121 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა 1993 წელს დაიწყო და მისი სრულად დამთავრება წელს იგეგმება. თუმცა შენობიდან გადაშლილი ხედის ნახვა ინტერნეტში მილიონობით ადამიანმა უკვე შეძლო, რადგან ორმა რუსმა ექსტრემალმა შენობაში უკანონოდ შესვლა და ფოტოების გადაღება მოახერხეს.


დუბაის მარგალიტი - კომპლექსი 3 ცათამბჯენს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან ხიდების მეშვეობით იქნება დაკავშირებული. შენობაში 1800 მაყურებელზე გათვლილი თეატრიც განთავსდება.

ცათამბჯენი ბაღი - კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და მის ყოველ აივანზე ბაღი იქნება გაშენებული. შენობა წელიწადის ოთხივე სეზონზე გამწვანებული იქნება.

მსოფლიოს პირველი ცათამბჯენი - 117 სართულიანი შენობა მუმბაიში განთავსდება და ის 300-მდე აპარტამენტს გააერთიანებს, რომლის დიზაინზეც არმანიმ იმუშავა.

Suzhou Zhongnan-ის ცენტრი - ჩინეთში 730 მეტრ სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობის ღირებულება 4,5 მილიარდი დოლარია. მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება და ის ჩინეთში ყველაზე მაღალი, ხოლო მსოფლიოში სიმაღლით მესამე შენობა იქნება.

ლოტეს მსოფლიო ცათამბჯენი - სამხრეთ კორეაში 556 მეტრ სიმაღლის ნაგებობის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. მასში სასტუმროები, კომერციული ფართები, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები განთავსდება.

Dawang-ის მთის კურორტი - მშენებლობა ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მიმდინარეობს და მას „ყინულის კომპლექსსაც“ ეძახიან. დახურულ სათხილამურო კომპლექსში „დაკიდებული ბაღები“ და წყლის ატრაქციონები განთავსდება.

Songjiang-ის სასტუმრო, - მისი მშენებლობაც ჩინეთში მიმდინარეობს. შენობის რამდენიმე სართული წყალქვეშ მდებარეობს.





16.ივლისი.2018 13:49
62

დონალდ ტრამპის შემოსავლები მცირდება

ვრცლად
15.ივლისი.2018 18:00
106

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 200 000 გამომწერი დაკარგა

ვრცლად
15.ივლისი.2018 12:36
244

კოსმოსში გაფრენას ჯეფ ბეზოსი 200 000 დოლარად გვთავაზობს

ვრცლად
15.ივლისი.2018 10:43
648

ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

ვრცლად
13.ივლისი.2018 20:02
349

Apple განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ვრცლად
13.ივლისი.2018 20:00
659

Johnson&Johnson-მა კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო

ვრცლად