მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

5c43471936b39
BM.GE
19.01.19 19:40
3108
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის მდგომარეობით.

ამ ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა ლარებში 98%-ით გაიზარდა

10 ფაქტი 2008 წელსა და 2018 წელს არსებული საქართველოს ეკონომიკის შესახებ

  1. საქართველოს ეკონომიკის ზომა - 2008 წელს 19,074,900,000 ლარი, 2018 წელს 37,846,600,000 ლარი;
  2. მშპ ერთ მოსახლეზე - 2008 წელს 4,956.5 ლარი, 2017 წელს 10,152 ლარი;
  3. აშშ დოლარის ოფიციალური კურსი - 2008 წელს 1.66 ლარი, 2019 წელს 2.66 ლარი
  4. საშუალო ხელფასი - 2008 წელს 534 ლარი და 90 თეთრი, 2017 წელს 999 ლარი;
  5. საბაზო პენსია 2008 წელს - 70 ლარი, 2018 წელს - 180 ლარი;
  6. ექსპორტი - 2008 წელს $1,495,345,200, 2018 წელს $3,362,000,000;
  7. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 2008 წელს $1,569,700,000, 2017 წელს $1,894,500,000;
  8. უმუშევრობა - 2008 წელს 17.9%, 2017 წელს 13.9%;
  9. ვიზიტორთა რაოდენობა - 2008 წელს 1,290,108 ვიზიტორი, 2018 წელს 8,679,544 ვიზიტორი;
  10. საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი - 2008 წელს 5,554,684,000ლარი, 2018 წელს 12,459,500,000 ლარი.

ბონუს ფაქტი - მსყიდველუნარიანობით 2008 წლის 50 ლარი დღევანდელი 73 ლარის და 46 თეთრის ტოლია.